ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი,
რომელთა ურყევი ნებაა,
დავამკვიდროთ დემოკრატიული
საზოგადოებრივი წესწყობილება,
ეკონომიკური თავისუფლება,
სოციალური და სამართლებრივი
სახელმწიფო, უზრუნველვყოთ
ადამიანის საყოველთაოდ
აღიარებული უფლებანი და
თავისუფლებანი, განვამტკიცოთ
სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობა და სხვა
ხალხებთან მშვიდობიანი
ურთიერთობა, ქართველი ერის
მრავალსაუკუნოვანი
სახელმწიფოებრიობის
ტრადიციებსა და საქართველოს
1921 წლის კონსტიტუციის
ისტორიულ-სამართლებრივ
მემკვიდრეობაზე დაყრდნობით
ღვთისა დაქვეყნის წინაშე
ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
 
 
  საქართველოს კონსტიტუცია  
 
აუდიო ფაილი
 
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია.
ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 6, პუნქტი1
English   
                       
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
2012-09-01

ა ნ ო ნ ს ი
II საერთაშორისო სტუდენტური ოლიმპიადა ეროვნულ და შედარებით კონსტიტუციურ სამართალში 

2012 წლის 3 - 4 სექტემბერს, საქართველო, ბათუმში უმასპინძლებს II საერთაშორისო სტუდენტური ოლიმპიადის ფინალურ  ეტაპს - ეროვნულ და შედარებით კონსტიტუციურ სამართალში.
ღონისძიება, რომელიც  კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით ტარდება, გაიხსნება 3 სექტემბერს, ორშაბათს 10:30 სასტუმრო ,,ინტურისტ პალასში“

 . . . ვრცლად >>>>  
2012-09-1
საზაფხულო სკოლა ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ დასრულდა

1 სექტემბერს კონსტიტუციონალიმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურმა ცენტრმა, საზაფხულო სკოლაში ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“  მონაწილე მოსწავლეების მესამე ჯგუფი გააცილა, რითაც დასრულდა ცენტრის ინიციატივის ,,სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა“  შემადგენელი ერთერთი პროექტი - საზაფხულო სკოლა ,, კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“.

 . . . ვრცლად >>>>  
2012-08-24
24 აგვისტო - საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღე.მოსწავლეები კონსტიტუციონალიზმის ცენტრში.

23 აგვისტოს, ბათუმს ესტუმრნენ IX კლასელი მოსწავლეები ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის სოციალურად დაუცველი და კოდაში განსახლებული დევნილი მოსახლეობის ოჯახებიდან. მოსწავლეები 1 სექტემბრის ჩათვლით მონაწილეობას მიიღებენ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის პროექტში საზაფხულო სკოლა -,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“.

 . . . ვრცლად >>>>  
2012-08-22
საზაფხულო სკოლა ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ 

საზაფხულო სკოლა ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილების“  მეორე ეტაპი დასრულდა. 21 აგვისტოს, მეორე ჯგუფის, სოციალურად დაუცველმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილმა და ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელმა IX კლასელმა მოსწავლეებმა დატოვეს ქალაქი ბათუმი. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა დაათვალიერეს კონსტიტუციონალიზმის დარბაზი, მოისმინეს ლექციები კონსტიტუციონალიზმის საფუძვლების, სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული სამართლის პრინციპების შესახებ. შეავსეს თემატური ტესტები, მონაწილეობა მიიღეს დებატებსა და დისკუსიებში.

 . . . ვრცლად >>>>  
 
ცენტრის ანგარიში
  კონსტიტუციონალიზმის დარბაზი
სასწავლო-შემეცნებითი ფილმი "კანონთა კანონი"
ელექტრონული ჟურნალი
  პასიური საარჩევნო უფლებისათვის დადგენილი ასაკობრივი ცენზი საზღვარგარეთის ქვეყნებში
აპრილი
2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტო
გამოცდების ეროვნული
ცენტრი
საგანმანათლებლო დაწესებულების
მანდატურის სამსახური
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის ეროვნული
სამეცნიერო ფონდი
 
მიზნები და ამოცანები
სამართლებრივი საფუძვლები
სტრუქტურა და თანამშრომლები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლოერბი
საერთაშორისო ორგანიზაციები
არასამთავრობო ორგანიზაციები