ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი,
რომელთა ურყევი ნებაა,
დავამკვიდროთ დემოკრატიული
საზოგადოებრივი წესწყობილება,
ეკონომიკური თავისუფლება,
სოციალური და სამართლებრივი
სახელმწიფო, უზრუნველვყოთ
ადამიანის საყოველთაოდ
აღიარებული უფლებანი და
თავისუფლებანი, განვამტკიცოთ
სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობა და სხვა
ხალხებთან მშვიდობიანი
ურთიერთობა, ქართველი ერის
მრავალსაუკუნოვანი
სახელმწიფოებრიობის
ტრადიციებსა და საქართველოს
1921 წლის კონსტიტუციის
ისტორიულ-სამართლებრივ
მემკვიდრეობაზე დაყრდნობით
ღვთისა დაქვეყნის წინაშე
ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
 
 
  საქართველოს კონსტიტუცია  
 
აუდიო ფაილი
 
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია.
ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 6, პუნქტი1
English   
                       
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
2012-09-1
საზაფხულო სკოლა ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ დასრულდა

1 სექტემბერს კონსტიტუციონალიმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურმა ცენტრმა, საზაფხულო სკოლაში ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“  მონაწილე მოსწავლეების მესამე ჯგუფი გააცილა, რითაც დასრულდა ცენტრის ინიციატივის ,,სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა“  შემადგენელი ერთერთი პროექტი - საზაფხულო სკოლა ,, კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა დაათვალიერეს კონსტიტუციონალიზმის დარბაზი, მოისმენეს ლექციები კონსტიტუციონალიზმის საფუძვლების, სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის პრინციპების შესახებ. შეავსეს თემატური ტესტები, მონაწილეობა მიიღეს დებატებსა და დისკუსიებში.
პროექტის მონაწილეებმა, იხილეს კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის მიერ მომზადებული სასწავლო-შემეცნებითი ფილმი ,,კანონთა კანონი“, რომელიც მაყურებელს უამბობს მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებში კონსტიტუციური პროცესების განვითარების შესახებ და იმსჯელეს ფილმში მოთხრობილი ფაქტების ირგვლივ.
სტუმრები აგრეთვე გაეცნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ისტორიას, დაათვალიერეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ღირშესანიშნაობები, გონიოს ციხე, ბათუმის ბულვარი და მოისმინეს ლექცია თემაზე - აჭარის ისტორია.      
დასასრულს, ცენტრის ხელმძღვანელმა, ბატონმა ავთანდილ დემეტრაშვილმა პროექტის ყველა მონაწილეს გადასცა საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები და ცენტრის მიერ გამოცემული საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს საყმაწვილო ილუსტრირებული კონსტიტუცია. თემეტური ტესტების შედეგების საფუძველზე გამოვლენილ სამ საუკეთესო მოსწავლეს, აგრეთვე გადაეცათ დიპლომები და მედალიონები.  
საზაფხულოს სკოლაში მონაწილე 9 საუკეთესო მოსწავლე, ოქტომბრის დასაწყისში, ესტუმრება საერთაშორისო ახალგაზრდულ ბანაკს - ,,პატრიოტი“.

       
ცენტრის ანგარიში
  კონსტიტუციონალიზმის დარბაზი
სასწავლო-შემეცნებითი ფილმი "კანონთა კანონი"
ელექტრონული ჟურნალი
  პასიური საარჩევნო უფლებისათვის დადგენილი ასაკობრივი ცენზი საზღვარგარეთის ქვეყნებში
აგვისტო
2020
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტო
გამოცდების ეროვნული
ცენტრი
საგანმანათლებლო დაწესებულების
მანდატურის სამსახური
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის ეროვნული
სამეცნიერო ფონდი
 
მიზნები და ამოცანები
სამართლებრივი საფუძვლები
სტრუქტურა და თანამშრომლები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლოერბი
საერთაშორისო ორგანიზაციები
არასამთავრობო ორგანიზაციები