ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი,
რომელთა ურყევი ნებაა,
დავამკვიდროთ დემოკრატიული
საზოგადოებრივი წესწყობილება,
ეკონომიკური თავისუფლება,
სოციალური და სამართლებრივი
სახელმწიფო, უზრუნველვყოთ
ადამიანის საყოველთაოდ
აღიარებული უფლებანი და
თავისუფლებანი, განვამტკიცოთ
სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობა და სხვა
ხალხებთან მშვიდობიანი
ურთიერთობა, ქართველი ერის
მრავალსაუკუნოვანი
სახელმწიფოებრიობის
ტრადიციებსა და საქართველოს
1921 წლის კონსტიტუციის
ისტორიულ-სამართლებრივ
მემკვიდრეობაზე დაყრდნობით
ღვთისა დაქვეყნის წინაშე
ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
 
 
  საქართველოს კონსტიტუცია  
 
აუდიო ფაილი
 
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია.
ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 6, პუნქტი1
English   
                       
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
2011-02-21

21 თებერვალს კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ინიციატივით ქ. თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის მიღების 90 წლისთავისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა.
ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი, პოლიტიკურ პარტიათა, სამეცნიერო წრეებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები.
კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის  ხელმძღვანელმა ავთანდილ დემეტრაშვილმა მადლობა მოახსენა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის, ისაუბრა პირველი კონსტიტუციის ტექსტის შემუშავებისა და საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ მისი მიღების პერიპეტიებზე. მან ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსთვის ურთულეს ისტორიულ მონაკვეთში კონსტიტუციის მიღების მნიშვნელობა, კონსტიტუციისა, რომელიც შემდგომ საფუძვლად დაედო დამოუკიდებელ საქართველოში საკონსტიტუციო პროცესის განვითარებას.
"დღეს, სწორედ იმ დარბაზში, სადაც 90 წლის წინათ საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო საქართველოს კონსტიტუცია, ჩვენ გავხსენით მემორიალური დაფა,  რომელიც დარჩება შთამომავლობას როგორც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის, დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს და მისი დამფუძნებლების სამართალშემოქმედების სიმბოლო", - განაცხადა ავთანდილ დემეტრაშვილმა.
 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მიხეილ მაჭავარიანმა  ისაუბრეს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის მნიშვნელობაზე და ქართველ პოლიტიკოსთა იმ თაობის ღვაწლზე, რომელმაც  1918-21 წლებში დააფუძნა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა და მიიღო საქართველოს ისტორიაში პირველი კონსტიტუცია.

       
ცენტრის ანგარიში
  კონსტიტუციონალიზმის დარბაზი
სასწავლო-შემეცნებითი ფილმი "კანონთა კანონი"
ელექტრონული ჟურნალი
  პასიური საარჩევნო უფლებისათვის დადგენილი ასაკობრივი ცენზი საზღვარგარეთის ქვეყნებში
აპრილი
2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტო
გამოცდების ეროვნული
ცენტრი
საგანმანათლებლო დაწესებულების
მანდატურის სამსახური
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის ეროვნული
სამეცნიერო ფონდი
 
მიზნები და ამოცანები
სამართლებრივი საფუძვლები
სტრუქტურა და თანამშრომლები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლოერბი
საერთაშორისო ორგანიზაციები
არასამთავრობო ორგანიზაციები