ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი,
რომელთა ურყევი ნებაა,
დავამკვიდროთ დემოკრატიული
საზოგადოებრივი წესწყობილება,
ეკონომიკური თავისუფლება,
სოციალური და სამართლებრივი
სახელმწიფო, უზრუნველვყოთ
ადამიანის საყოველთაოდ
აღიარებული უფლებანი და
თავისუფლებანი, განვამტკიცოთ
სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობა და სხვა
ხალხებთან მშვიდობიანი
ურთიერთობა, ქართველი ერის
მრავალსაუკუნოვანი
სახელმწიფოებრიობის
ტრადიციებსა და საქართველოს
1921 წლის კონსტიტუციის
ისტორიულ-სამართლებრივ
მემკვიდრეობაზე დაყრდნობით
ღვთისა დაქვეყნის წინაშე
ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
 
 
  საქართველოს კონსტიტუცია  
 
აუდიო ფაილი
 
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია.
ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 6, პუნქტი1
English   
                       
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
2012-06-11

საქართველოს კონსტიტუციის 1044 მუხლის
გ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ა

 


 

    კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრი მისი ფუნქციებიდან გამომდინარე აქვეყნებს თავის პოზიციას საზოგადოებაში არაერთგვაროვნად გაგებული კონსტიტუციის ახალი 1044  მუხლის შინაარსის თაობაზე. ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ოპოზიციის ერთი ნაწილი თვლის, რომ მუხლის შინაარსით ვერ იქნება მიღწეული წინასწარ დეკლარირებული მიზანი _ ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც დაბადებულია და ბოლო 5 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობს საქართველოში (შემდგომ ტექსტში – განსაკუთრებული საარჩევნო სუბიექტი), ექნება 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისა  და პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერის თანამდებობათა დაკავების უფლება. ამ მოსაზრების თანახმად, განსაკუთრებული საარჩევნო სუბიექტი არჩევნებში არათანაბარ პირობებში მიიღებს მონაწილეობას და როგორც არ უნდა დასრულდეს არჩევნები არ ექნება პარლამენტის თავმჯდომარის ან პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების უფლება.
    ვიყენებთ რა ნორმის განმარტების გრამატიკულ, განვრცობით, სისტემურ და სხვა მეთოდს,  ვთვლით, რომ
ა) კონსტიტუციის ხშირი გადასინჯვა მეტადრე ერთ, თუნდაც ძლიერ ფიგურაზე მორგება არ არის სასურველი.
ბ) ამავდროულად კონკურენტუნარიანი, სამართლიანი და თანასწორი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების დიდი მნიშვნელობიდან გამომდინარე, 1044 მუხლი ხელს შეუწყობს ამ მიზნის მიღწევას;
გ) 1044
მუხლით მოგვარებულია კონკრეტული კონსტიტუციურ-სამართლებრივი ურთიერთობა, მაშასადამე ამ მუხლის მე-2 პუნქტში ნახსენები ,,შემთხვევა” საკვანძო სიტყვაა, რომელიც განუყოფლად მოიცავს ერთმანეთთან სამართლებრივ    კავშირში მყოფ კონსტიტუციურ-სამართლებრივ ურთიერთობას, ანუ არჩევნებს, და ამ ურთიერთობათა სუბიექტებს, ანუ საქართველოს მოქალაქეებსა და განსაკუთრებულ საარჩევნო სუბიექტს. შესაბამისად –არაკორექტულია სამართლებრივ    ნორმაში დაინახო ობიექტი და ყურადღების მიღმა დატოვო სუბიექტი;
დ) ცნობილია – სამართლის ნორმა სხვა ნორმებთან კავშირში უნდა წავიკითხოთ და არა იზოლირებულად, 1044 განხილული უნდა იყოს როგორც კონსტიტუციის სხვა მუხლებთან (მაგალითად 28-ე),  ასევე კანონმდებლობის    (უწინარესად საარჩევნო კოდექსი) სხვა დებულებებთან სისტემურ კავშირში. შესაბამისად, კონსტიტუციით დადგენილია  (საჭიროების შემთხვევაში დაკონკრეტდება მიმდინარე კანონმდებლობაში) განსაკუთრებული საარჩევნო სუბიექტისათვის    არჩევნებში მონაწილეობის სრულფასოვანი შესაძლებლობა, წინასაარჩევნო პერიოდში სხვა კანდიდატებთან თანაბარი უფლებებით აღჭურვა, ხოლო არჩევისას სხვა დეპუტატების თანაბარი, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის    თანამდებობის დაკავების უფლების ქონა;
ე) ისევ განმარტების სისტემურ მეთოდზე დაყრდნობით, რომელიც გამაგრებულია 1044 მუხლის მე-2 პუნქტში საგანგებო მითითებით, ვხედავთ სრულიად აშკარა ლოგიკურ და სამართლებრივ კავშირს 1044-სა და 29 მუხლის 11    პუნქტებს შორის. შესაბამისად, განსაკუთრებული საარჩევნო სუბიექტს, რომელიც მონაწილეობს საპარლამენტო არჩევნებში, არ შეეხება 29 მუხლის 11 პუქტით დადგენილი შეზღუდვები და მას შეუძლია დაიკავოს პრემიერ-მინისტრის    თანამდებობა.

კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და

ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრი




       
ცენტრის ანგარიში
  კონსტიტუციონალიზმის დარბაზი
სასწავლო-შემეცნებითი ფილმი "კანონთა კანონი"
ელექტრონული ჟურნალი
  პასიური საარჩევნო უფლებისათვის დადგენილი ასაკობრივი ცენზი საზღვარგარეთის ქვეყნებში
აპრილი
2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტო
გამოცდების ეროვნული
ცენტრი
საგანმანათლებლო დაწესებულების
მანდატურის სამსახური
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის ეროვნული
სამეცნიერო ფონდი
 
მიზნები და ამოცანები
სამართლებრივი საფუძვლები
სტრუქტურა და თანამშრომლები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლოერბი
საერთაშორისო ორგანიზაციები
არასამთავრობო ორგანიზაციები