ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი,
რომელთა ურყევი ნებაა,
დავამკვიდროთ დემოკრატიული
საზოგადოებრივი წესწყობილება,
ეკონომიკური თავისუფლება,
სოციალური და სამართლებრივი
სახელმწიფო, უზრუნველვყოთ
ადამიანის საყოველთაოდ
აღიარებული უფლებანი და
თავისუფლებანი, განვამტკიცოთ
სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობა და სხვა
ხალხებთან მშვიდობიანი
ურთიერთობა, ქართველი ერის
მრავალსაუკუნოვანი
სახელმწიფოებრიობის
ტრადიციებსა და საქართველოს
1921 წლის კონსტიტუციის
ისტორიულ-სამართლებრივ
მემკვიდრეობაზე დაყრდნობით
ღვთისა დაქვეყნის წინაშე
ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
 
 
  საქართველოს კონსტიტუცია  
 
აუდიო ფაილი
 
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია.
ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 6, პუნქტი1
English   
                       
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

2012-04-24მიმდინარე საგამომცემლო საქმიანობა

N7  გამოცემა:
საერთაშორისო სტუდენტურ ოლიმპიადაში მონაწილე სტუდენტების ნაშრომები
პუბლიკაცია განხორციელდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით.

პუბლიკაციის მიზანი:

  • რეგიონის სტუდენტების მიერ განხორციელებული ერთობლივი სამეცნიერო კვლევების, მათ შორის რეგიონის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით სტუდენტების მოსაზრებების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა.
  • სტუდენტების მიერ მათივე ქვეყანაში არსებული კონსტიტუციურ-სამართლებრივი სისტემის შესახებ გამოცდილების გაზიარება.

N8 გამოცემა:  
ბიკამერალიზმის დილემები
კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურური ცენტრის ინიციატივითა და დაფინანსებით დაიბეჭდა ,,ბიკამერალიზმის დილემები“. აღნიშნული გამოცემის ავტორები არიან კახი ყურაშვილი, კონსტანტინე ჩოკორაია და ანა ბუჩუკური.
ნაშრომი განკუთვნილია ბიკამერალიზმის, პარლამენტარიზმისა და ზოგადად კონსტიტუციური სამართლით დაინტერესებულ პირთა ფართო წრისათვის. ნაშრომში განხილულია ბიკამერალიზმის არსი და სოციალური დანიშნულება, მოცემულია საზღვარგარეთის ქვეყნების ორპალატიანი საპარლამენტო სისტემების შედარებით-სამართლებრივი ანალიზი ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, რუსეთის ფედერაციისა და პოლონეთის მაგალითებზე. განხორციელებულია ბიკამერალიზმის კონსტიტუციური პრინციპის ნორმატიული ანალიზი, ჩამოყალიბებულია ავტორთა ხედვა ბიკამერალიზმის რეალიზაციის პერსპექტივებზე საქართველოში.

 


პუბლიკაცია  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ

მზადდება გამოსაცემად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ პუბლიკაცია.
კვლევის ავტორი
იურიდიულ მეცნიერებათ დოქტორი  იაკობ ფუტკარაძე.

 


საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუცია 

,,საყმაწვილო ილუსტრირებული’’
კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ინიციატივითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით მზადდება გამოსაცემად საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუცია ,,საყმაწვილო ილუსტრირებული’’.

პუბლიკაციის მიზანი:

  • სამოქალაქო საზოგადოებაში კონსტიტუციის უზენაესობის დამკვიდრება;
  • კონსტიტუციონალიზმის იდეების, კონსტიტუციური ნორმების ცოდნის გავრცელებისა და ათვისების ხელშეწყობა მოსწავლე ახალგაზრდებში ანუ სოციუმის იმ ნაწილში, რომელიც ფსიქოლოგიურად  ყველაზე მგრძნობიარეა ახალი იდეების მიმართ და რომელიც სულ მოკლე დროში გახდება საზოგადოებრივი მშენებლობის სრულუფლებიანი და აქტიური წევრი.პუბლიკაცია მოიცავს საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციის ტექსტს უკანასკნელი ცვლილებებითურთ, მუხლობრივი ილუსტრაციებით, რათა გამარტივდეს მოსწავლეთათვის კონსტიტუციის შინაარსის აღქმა. ილუსტრირებულ კონსტიტუციას ასევე თან ერთვის ტესტები და კონსტიტუციური სამართლის მცირე ლექსიკონი.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მთელი საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში ლექციების ჩატარება. ლექციების ჩატარებას უზრუნველყოფს კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით. მოსწავლეები საჩუქრად მიიღებენ ილუსტრირებულ კონსტიტუციას.


ილუსტრირებული კონსტიტუცია ქართულ- აზრებაიჯანულ  ენაზე

კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალუტრი ცენტრის ინიციატივით იგეგმება ილუსტრირებული კონსტიტუციის გამოცემა ქართულ- აზრებაიჯანულ ენაზე.

პუბლიკაციის მიზანი:

  • კონსტიტუციის გამოცემა ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე ზოგად წარმოდგენას შეუქმნის რეგიონის მოსახლეობას ჩვენი ქვეყნის უზენაეს კანონზე, რომელიც ადგენს იმ ძირითად წესებსა და პრინციპებს, რომელთა გათვალისწინებითაც უნდა იმოქმედოს ნებისმიერმა პირმა, რომელიც ცხოვრობს, დროებით იმყოფება თუ სხვა ნებისმიერი ფორმით ურთიერთობს საქართველოსთან
  • პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერითა და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ურთიერთთანამშრომლობით

კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის მოცემული პუბლიკაცია ერთგვარად ეხმიანება სახელმწიფო ენის შესწავლის სახელმწიფო პოლიტიკას და მიზნად ისახავს საქართველოში მცხოვრები არაქართულენოვანი მოქალაქეების სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის კიდევ უფრო გაზრდას.


ილუსტრირებული კონსტიტუცია ქართულ-სომხურ ენაზე

კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ინიციატივით იგეგმება ილუსტრირებული კონსტიტუციის გამოცემა ქართულ- სომხურ ენაზე.

პუბლიკაციის მიზანი:

  • კონსტიტუციის გამოცემა ქართულ-სომხურ ენაზე ზოგად წარმოდგენას შეუქმნის რეგიონის მოსახლეობას ჩვენი ქვეყნის უზენაეს კანონზე, რომელიც ადგენს იმ ძირითად წესებსა და პრინციპებს, რომელთა გათვალისწინებითაც უნდა იმოქმედოს ნებისმიერმა პირმა, რომელიც ცხოვრობს, დროებით იმყოფება თუ სხვა ნებისმიერი ფორმით ურთიერთობს საქართველოსთან.
  • პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერითა და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ურთიერთთანამშრომლობით

კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის მოცემული პუბლიკაცია ერთგვარად ეხმიანება სახელმწიფო ენის შესწავლის სახელმწიფო პოლიტიკას და მიზნად ისახავს საქართველოში მცხოვრები არაქართულენოვანი მოქალაქეების სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის კიდევ უფრო გაზრდას.


საქართველოს კონსტიტუცია ქართულ, ინგლისურ და აფხაზურ ენაზე

პუბლიკაციის განხორციელება დაგეგმილია 2012 წლის თებერვალ-მაისის თვეებში.

პროექტის მიზანი:

  • საქართველოსკონსტიტუციისგამოცემაქართულ, ინგლისურდააფხაზურენაზე.
  • აღნიშნული პროექტი განხორციელდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმურ მთავრობასთან და  ლტოლვილთა და განსახლემის სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად. მოცემული გამოცემა შესრულებულია ქვეყნის კონსტიტუციაში, აფხაზურ ენასა და დამწერლობაში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით.

პუბლიკაცია ,,საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციური სამართალი’’


    კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ინიციატივით მზადდება პუბლიკაცია სახელწოდებით ,,საზღვარგარეთის კონსტიტუციური სამართალი’’.
   აღნიშნული პუბლიკაციის მიზანია საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციური სამართლისა და პოლიტიკური ინსტიტუტების განხილვა თითოეულ ქვეყანაში მოღვაწე პროფესორის მიერ.   აღნიშნული ნაშრომით გათვალისწინებულია
განხილული ქვეყნების კანონმდებლობაში მიმდინარე ცვლილებები, ჩამოყალიბებულია თითოეული მათგანისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული თავისებურებები. პუბლიკაციაში შევა, როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის  სახელმწიფოთა კონსტიტუციური სამართალი. კერძოდ:

  •  საქართველო - ავთანდილ დემეტრაშვილი - სამართლის დოქტორი, კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელი;
  • უნგრეთი - იურიდიული მრჩეველი, უნგრეთის იუსტიციის სამინისტრო, სახელმწიფოს სამდივნო ევროკავშირთან საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სფეროში - გაბორ კაზსპერი;
  • ჩინეთი - სამართლის ინსტიტუტი,ჩინეთი,  პროფესორი -  მო ჟიონგი;
  • საფრანგეთი - ჟან პიერ მასიასი - პაუს უნივერსიტეტი, საფრანგეთი, პროფესორი;
  • პოლოთი - გრეგორც კუცა - დოქტორი, პროფესორი და კონსტიტუციური შედარებით სამართლიოს ფაკულტეტის ხელმძღვანელი, ჟაგიელონის უნივერსიტეტი;
  • გერმანია - დიტერ უმბახი -პროფესორი, სამართლის დოქტორი პოტსდამის უნივერსიტეტის ემირიტირებული პროფესორი  ადმინისტრაციულ, კონსტიტუციურ და ევროპის სამართალში მიწის სოციალური სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე:
  • იტალია  -  ლუჩიო პეგორარო - ბოლონიის უნივერსიტეტის შედარებითი საჯარო სამართლის პროფესორი;
  • ინგლისი - რიჩარდ გორე - სამართლის დოქტორი, ინგლისი.

პუბლიკაცია ,,საქართველოს  კონსტიტუციური ქრონიკები’’ 2010/2011 წლის კონსტიტუციური რეფორმა საქართველოში

  კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ინიციატივით იგეგმება საქართველოს კონსტიტუციური რეფორმის პუბლიკაცია, რომელიც მოიცავს 2010/2011 წელს განხორციელებული კონსტიტუციური რეფორმისა და მის შედეგად მიღებული კონსტიტუციური კანონის ანალიტიკურ სტატიასა, ასევე 2010/2011 წლის კონსტიტუციური რეფორმის მიმდინარეობის ამსახველ დოკუმენტურ და ინფორმაციულ მასალას.
  აღნიშნული გამოცემა განკუთვნილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისათვის და კონსტიტუციონალიზმის პრობლემატიკით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.


პუბლიკაცია ,,საქართველოს  კონსტიტუციური ქრონიკები’’
კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ინიციატივით გრძელდება პუბლკიაციათა სერიის ,,საქართველოს კონსტიტუციური ქრონიკების’’ გამოცემა, რომლის ფარგლებში იგეგმება პუპლიკაცია, რომელიც  ეძღვნება საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციას. მოცემული პუბლიკაციის ავტორებს წარმოადგენენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი,  კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ დემეტრაშვილი და  პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი  მალხაზ მაცაბერიძე.

       
ცენტრის ანგარიში
  კონსტიტუციონალიზმის დარბაზი
სასწავლო-შემეცნებითი ფილმი "კანონთა კანონი"
ელექტრონული ჟურნალი
  პასიური საარჩევნო უფლებისათვის დადგენილი ასაკობრივი ცენზი საზღვარგარეთის ქვეყნებში
აპრილი
2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტო
გამოცდების ეროვნული
ცენტრი
საგანმანათლებლო დაწესებულების
მანდატურის სამსახური
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის ეროვნული
სამეცნიერო ფონდი
 
მიზნები და ამოცანები
სამართლებრივი საფუძვლები
სტრუქტურა და თანამშრომლები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლოერბი
საერთაშორისო ორგანიზაციები
არასამთავრობო ორგანიზაციები