ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი,
რომელთა ურყევი ნებაა,
დავამკვიდროთ დემოკრატიული
საზოგადოებრივი წესწყობილება,
ეკონომიკური თავისუფლება,
სოციალური და სამართლებრივი
სახელმწიფო, უზრუნველვყოთ
ადამიანის საყოველთაოდ
აღიარებული უფლებანი და
თავისუფლებანი, განვამტკიცოთ
სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობა და სხვა
ხალხებთან მშვიდობიანი
ურთიერთობა, ქართველი ერის
მრავალსაუკუნოვანი
სახელმწიფოებრიობის
ტრადიციებსა და საქართველოს
1921 წლის კონსტიტუციის
ისტორიულ-სამართლებრივ
მემკვიდრეობაზე დაყრდნობით
ღვთისა დაქვეყნის წინაშე
ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
 
 
  საქართველოს კონსტიტუცია  
 
აუდიო ფაილი
 
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია.
ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 6, პუნქტი1
English   
                       
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

განხორციელებული საგამომცემლო საქმიანობა

სსიპ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრი ეწევა აქტიურ საგამომცემლო საქმიანობას.
2011 წელს სსიპ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურური ცენტრის ინიციატივითა და დაფინანსებით დაიბეჭდა:

 


N1 გამოცემა:

საქართველოს კონსტიტუცია და 2010 წლის კონსტიტუციური რეფორმა

სტატიათა კრებული მომზადებულია სსიპ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის თანამშრომელთა და მის მიერ შერჩეულ ავტორთა მიერ.

კრებულში, საქართველოს კონსტიტუციის ისტორიასთან ერთად, განხილულია 2010  წლის რეფორმის აქტუალური საკითხები:
საქართველოს კონსტიტუცია და მისი 2010 წლის გადასინჯვის ფარგლები და კონცეპტუალური საფუძვლები;
კონსტიტუციური რეფორმა - აუცილებლობა, განხორციელების ეტაპები;
საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავი (საქართველოს მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი) და საარჩევნო სამართალი 2010 წლის  15 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონის მიხედვით;
კონსტიტუციური რეფორმა - საქართველოს პარლამენტი;
საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტი და 2010 წლის კონსტიტუციური რეფორმა;
საქართველოს მთავრობის ინსტიტუტი და 2010 წლის კონსტიტუციური რეფორმა;
სასამართლო ხელისუფლება და 2010 წლის კონსტიტუციური რეფორმა;
ადგილობრივი თვითმმართველობის ახლებური გააზრება 2010 წლის 15 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონი;
საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის ახალი წესი 2010 წლის 15 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონის მიხედვით;

 


N2, N3 გამოცემა:

საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუცია ქართულ და ინგლისურ ენებზე
 აღნიშნული პუბლიკაცია მომზადებულია კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურ ცენტრში და მოიცავს 1995 წლის 24 აგვისტოს მიღებულ საქართველოს კონსტიტუციის ტექსტს, მასში შეტანილ ცვლილებებსა და დამატებებს, აგრეთვე, როგორც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელ ნაწილს 2004 წლის
პირველი ივლისის საქართველოს კონსტიტუციურ კანონს
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ’’.  აღნიშნული პუბლიკაციის ტექსტი არის ქართულ და ინგლისურ ენებზე.

 



N4 გამოცემა:
გამოცემა: ქართული კონსტიტუციონალიზმის სათავეებთან - საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის 90 წლისთავი

კრებულში გამოქვეყნებულია, ამავე სახელწოდების კონფერენციის მონაწილეთა მოხსენებები. ავთანდილ დემეტრაშვილი - საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია 2011 წლის გადასახედიდან;
მალხაზ მაცაბერიძე - საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის შემუშავება და მიღება;
მალხაზ სიორიძე - საქართველოს პირველი კონსტიტუციის სტამბურად გამოქვეყნების ადგილი, დრო და გარემოება;
ნუგზარ ფუტკარაძე - 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციით  გათვალისწინებული ადამიანის ძირითადი უფლებები;
ბექა ქანთარია - მმართველობის ფორმის უცვლელობის საკითხი საქართველოს პირველ კონსტიტუციაში.  პარლამენტი საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციაში.
გიორგი კვერენჩხილაძე -აღმასრულებელი ხელისუფლება და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია.
იაკობ ფუტკარაძე - სასამართლო ხელისუფლება საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის მიხედვით.

 


N5 გამოცემა:

საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუცია  
,,საყმაწვილო ილუსტრირებული’’

აღნიშნული გამოცემა დაიბეჭდა სსიპ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ინიციატივითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით.
პუბლიკაციის მიზანი:

  • სამოქალაქო საზოგადოებაში კონსტიტუციის უზენაესობის დამკვიდრება;
  • კონსტიტუციონალიზმის იდეების, კონსტიტუციური ნორმების ცოდნის გავრცელებისა და ათვისების ხელშეწყობა მოსწავლე ახალგაზრდებში ანუ სოციუმის იმ ნაწილში, რომელიც ფსიქოლოგიურად  ყველაზე მგრძნობიარეა ახალი იდეების მიმართ და რომელიც სულ მოკლე დროში გახდება საზოგადოებრივი მშენებლობის სრულუფლებიანი და აქტიური წევრი. პუბლიკაცია მოიცავს საქართველოს კონსტიტუციის ტექსტს უკანასკნელი ცვლილებებითურთ, მუხლობრივი ილუსტრაციებით, რათა გამარტივდეს მოსწავლეთათვის კონსტიტუციის შინაარსის აღქმა. ილუსტრირებულ კონსტიტუციას ასევე თან ერთვის ტესტები და კონსტიტუციური სამართლის მცირე ლექსიკონი.

N6 გამოცემა:
საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუცია ბრაილის შრიფტით

კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ინიციატივითა და ფინანსური უზრუნველყოფით დაიბეჭდა საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციაბრაილის შრიფტით.
აღნიშნული გამოცემა, 2011 წლის 24 აგვისტოს, კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელმა, ავთანდილ დემეტრაშვილმა, საჩუქრად გადასცა საქართველოს უსინათლოთა ასოციაციას.

გამოცემები იხილეთ ლინკში ცენტრის გამოცემები

 







       
ცენტრის ანგარიში
  კონსტიტუციონალიზმის დარბაზი
სასწავლო-შემეცნებითი ფილმი "კანონთა კანონი"
ელექტრონული ჟურნალი
  პასიური საარჩევნო უფლებისათვის დადგენილი ასაკობრივი ცენზი საზღვარგარეთის ქვეყნებში
აპრილი
2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტო
გამოცდების ეროვნული
ცენტრი
საგანმანათლებლო დაწესებულების
მანდატურის სამსახური
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის ეროვნული
სამეცნიერო ფონდი
 
მიზნები და ამოცანები
სამართლებრივი საფუძვლები
სტრუქტურა და თანამშრომლები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლოერბი
საერთაშორისო ორგანიზაციები
არასამთავრობო ორგანიზაციები