ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი,
რომელთა ურყევი ნებაა,
დავამკვიდროთ დემოკრატიული
საზოგადოებრივი წესწყობილება,
ეკონომიკური თავისუფლება,
სოციალური და სამართლებრივი
სახელმწიფო, უზრუნველვყოთ
ადამიანის საყოველთაოდ
აღიარებული უფლებანი და
თავისუფლებანი, განვამტკიცოთ
სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობა და სხვა
ხალხებთან მშვიდობიანი
ურთიერთობა, ქართველი ერის
მრავალსაუკუნოვანი
სახელმწიფოებრიობის
ტრადიციებსა და საქართველოს
1921 წლის კონსტიტუციის
ისტორიულ-სამართლებრივ
მემკვიდრეობაზე დაყრდნობით
ღვთისა დაქვეყნის წინაშე
ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
 
 
  საქართველოს კონსტიტუცია  
 
აუდიო ფაილი
 
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია.
ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 6, პუნქტი1
English   
                       
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

საერთაშორისო სტუდენტური ოლიმპიადა
ეროვნულ და შედარებით კონსტიტუციურ სამართალში

პროექტი განხორციელდა სსიპ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ინიციატივითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის მიზანი:

•რეგიონის სახელმწიფოთა მოქალაქეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება;
•ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელება რეგიონის წინაშე მდგარი გამოწვევებისა  და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.


პროექტის აღწერილობა:

კონსტიტუციონალიზმის ცენტრისა და GIZ-ის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო პროექტის განხორციელება - საერთაშორისო სტუდენტური ოლიმპიადა ეროვნულ და შედარებით კონსტიტუციურ სამართალში.  კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურ ცენტრს ესტუმრნენ აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.
პირველ ეტაპზე შემუშავდა და ხელი მოეწერა ოლიმპიადის დებულებას, განისაზღვრა ოლიმპიადის ჩატარების რეგლამენტი. შეირჩა კოორდინატორი ოლიმპიადაში მონაწილე ყოველი სახელმწიფოს წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან.
კოორდინატორები:  გიორგი კვერენჩხილაძე – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, სამართლის დოქტორი, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; ელშად ნასიროვი – სამართლის დოქტორი, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე;  ბადრი ნაკაშიძე –  მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის განყოფილების გამგე;  ევგენი გერასიმენკო – სამართლის დოქტორი, ტ. შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; ედგარ შათირიანი – სამართლის დოქტორი,  ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი; იუსუფ აკიენეზ –  ტრაპზონის შავი ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანი.
მეორე ეტაპზე (საუნივერსიტეტო და რესპუბლიკურ დონეზე) სტუდენტების მიერ მომზადებული სტატიებისა და ამ სტატიათა პრეზენტაციის შეფასების საფუძველზე გამოვლინდნენ ოლიმპიადის ფინალური ეტაპის მონაწილე სტუდენტები.
საერთაშორისო სტუდენტური ოლიმპიადის ფინალური ეტაპი ჩატარდა საქართველოში, ქალაქ ბათუმში. ყოველი სახელმწიფო წარმოდგენილი იყო რესპუბლიკურ დონეზე გამარჯვებული სამი სტუდენტით.
საერთაშორისო სტუდენტური ოლიმპიადის ფინალური ეტაპის მონაწილე სტუდენტები:
დიმიტრი გეგენავა - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ქეთი მესხიშვილი  - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;  
ქეთი თოშხუა - კავკასიის სამართლის სკოლა;
ნურ კარაჰანი - ტრაპზონის შავი ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტი;
მირაკ ჩელიკი - ტრაპზონის შავი ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტი;
ჰილალ იაზიჩი  - ტრაპზონის შავი ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტი;
მიხაილოვა ეკატერინა - მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ალისა პოპოვა -  მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ტატიანა ჟურავლოვა - მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
მარიანა ველგან - ტ. შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ირინა პონომარენკო - ტ. შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
მიხაილო კორმიალო - ტ. შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
მოგერამოვ ზოხრაბ - ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;  
განიევა მეინა  -  ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;
გასანოვა არზუ  - ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;
გაიან დემირჩიანი -  ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ნარინ ბაბაიანი -  ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ტიგრან ხაჩიკიანი -  ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
წარმოდგენილი ნაშრომების გაცნობისა და ამავე ნაშრომების პრეზენტაციის საფუძველზე კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა ოლიმპიადაში გამარჯვებული სტუდენტები.  
ჟიურის წევრები:
ავთანდილ დემეტრაშვილი - სსიპ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელი. ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი;
მალხაზ ნაკაშიძე  - სსიპ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე;
ლევან იზორია - კონსტიტუციონალისტი, სრული პროფესორი;
ირაკლი კობახიძე - კონსტიტუციონალისტი;
ზურაბ მაჭარაძე -  სსიპ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის საერთაშორისო ურთიერთობებისა და კვლევების დეპარტამენტის დირექტორი;
სულხან მელაძე - სსიპ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის სამოქალაქო განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი;
დავით წერეთელი - სსიპ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის საორგანიზაციო  დეპარტამენტის დირექტორი;
ლია ფუტკარაძე - ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში;
შალვა პაპუაშვილი - გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენელი;
ნუგზარ ფუტკარაძე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი.

საერთაშორისო სტუდენტურ ოლიმპიადაში გამარჯვებული სტუდენტები:
არზუ გასანოვა  - ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;
 ჰილალ იაზიჩი - ტრაპზონის შავი ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტი;
ალისა პოპოვა  - მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ირინა პონომარენკო  - ტ. შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ქეთი მესხიშვილი -  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;  
დიმიტრი გეგენავა -  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;   
ნარინე ბაბაიანი   - ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ოლიმპიადაში მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ  სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები სსიპ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელის,  ავთანდილ დემეტრაშვილისაგან,  ხოლო გამარჯვებულ სტუდენტებს, დიპლომებთან ერთად, სხვადასხვა ნომინაციების მიხედვით დაწესებული პრიზები.
ქ. ბათუმის ვიცე–მერმა, ჯემალ ანანიძემ, ოლიმპიადაში მონაწილე სტუდენტებს  საჩუქრად გადასცა წიგნი-ალბომი ,,ბათუმი”, რომელშიც ქ. ბათუმის ღირშესანიშნაობებია ასახული.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, ბატონმა გია აბულაძემ ერთ-ერთ გამარჯვებულს მაღალპოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული - ,,ვეფხისტყაოსანი” გადასცა.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სრულმა პროფესორმა, ბატონმა ლევან იზორიამ, უნივერსიტეტის სახელით, ოლიმპიადაში გამარჯვებულ სტუდენტებს გადასცა პორტატული კომპიუტერი და ამავე უნივერსიტეტის მიერ გამოცემული კრებული ,,ფედერალისტების  ჩანაწერები”.
თავისუფალ დროს ოლიმპიადის მონაწილეებმა დაათვალიერეს ბათუმის ღირშესანიშნაობები, გაიმართა ამხანაგური საფეხბურთო მატჩი ოლიმპიადის მონაწილეთა და კონსტიტუციონალიზმის ცენტრის თანამშრომელთა გუნდებს შორის, სადაც კვლავაც გაიმარჯვა ოლიმპიურმა პრინციპმა -,,მთავარია მონაწილეობა”.

       
ცენტრის ანგარიში
  კონსტიტუციონალიზმის დარბაზი
სასწავლო-შემეცნებითი ფილმი "კანონთა კანონი"
ელექტრონული ჟურნალი
  პასიური საარჩევნო უფლებისათვის დადგენილი ასაკობრივი ცენზი საზღვარგარეთის ქვეყნებში
აპრილი
2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტო
გამოცდების ეროვნული
ცენტრი
საგანმანათლებლო დაწესებულების
მანდატურის სამსახური
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის ეროვნული
სამეცნიერო ფონდი
 
მიზნები და ამოცანები
სამართლებრივი საფუძვლები
სტრუქტურა და თანამშრომლები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლოერბი
საერთაშორისო ორგანიზაციები
არასამთავრობო ორგანიზაციები