ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი,
რომელთა ურყევი ნებაა,
დავამკვიდროთ დემოკრატიული
საზოგადოებრივი წესწყობილება,
ეკონომიკური თავისუფლება,
სოციალური და სამართლებრივი
სახელმწიფო, უზრუნველვყოთ
ადამიანის საყოველთაოდ
აღიარებული უფლებანი და
თავისუფლებანი, განვამტკიცოთ
სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობა და სხვა
ხალხებთან მშვიდობიანი
ურთიერთობა, ქართველი ერის
მრავალსაუკუნოვანი
სახელმწიფოებრიობის
ტრადიციებსა და საქართველოს
1921 წლის კონსტიტუციის
ისტორიულ-სამართლებრივ
მემკვიდრეობაზე დაყრდნობით
ღვთისა დაქვეყნის წინაშე
ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
 
 
  საქართველოს კონსტიტუცია  
 
აუდიო ფაილი
 
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია.
ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 6, პუნქტი1
English   
                       
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
2011-10-20
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

2011 წლის 20 ოქტომბერს, კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურ ცენტრსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 მემორანდუმის გაფორმება მიზნად ისახავს:

  • უნივერსიტეტის სტუდენტების მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად ურთიერთთანამშრომლობის ისეთი სისტემის ფორმირება/განვითარებას, რომელიც განსაზღვრავს სტუდენტის კარიერის პერსპექტივას.   
  • ერთობლივი ძალისხმევით სტუდენტებისათვის ისეთი მრავალმხრივი საგანმანათლებლო პროგრამების (სასწავლო კურსების/მოდულების) დაგეგმვა/ფორმირებას, რომელიც შეესაბამება ”ცენტრის” მოთხოვნებს, საზოგადოების საჭიროებებსა  და შრომის ბაზრის სამომავლო პროგნოზებს.
  • სამეცნიერო/საერთაშორისო და  მრავალმხრივი პრაქტიკული თანამშრომლობის განვითარების მიზნით, ერთობლივი თემატური სემინარების/კონფერენციების, საჯარო ლექციების/ტრეინინგების და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებას.
  • სტუდენტთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით მათ სტაჟირებაზე/დასაქმებაზე ორიენტირებული ერთობლივი პროექტების ორგანიზება/რეალიზებას.  
  • მხარეების საბიბლიოთეკო ფონდებით სარგებლობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სტუდენტებისათვის/თანამშრომლებისათვის. 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელმა  ავთანდილ დემეტრაშვილმა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ.მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდნენ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი, გერმანელი კონსტიტუციონალისტი, პროფესორი, სამართლის დოქტორი, გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენელი გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოში  დიტერ უმბახი და ამავე უნივერსიტეტის პროფესორი ლევან იზორია.

სტუმრებმა დაათვალიერეს კონსტიტუციონალიზმის დარბაზი და ბატონი ავთანდილ დემეტრაშვილისგან მიიღეს სამახსოვრო საჩუქრები, მათ შორის ცნეტრის მიერ გამოცემული კონსტიტუცია, ქართულ და ინგლისურ ენებზე და საყმაწვილო კონსტიტუცია მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის. ბატონმა ავთანდილ დემეტრაშვილმა, გრიგოლ  რობაქიძის სახელობის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა სახელმძღვანელო კონსტიტუციური სამართალი.

       
ცენტრის ანგარიში
  კონსტიტუციონალიზმის დარბაზი
სასწავლო-შემეცნებითი ფილმი "კანონთა კანონი"
ელექტრონული ჟურნალი
  პასიური საარჩევნო უფლებისათვის დადგენილი ასაკობრივი ცენზი საზღვარგარეთის ქვეყნებში
აპრილი
2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტო
გამოცდების ეროვნული
ცენტრი
საგანმანათლებლო დაწესებულების
მანდატურის სამსახური
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის ეროვნული
სამეცნიერო ფონდი
 
მიზნები და ამოცანები
სამართლებრივი საფუძვლები
სტრუქტურა და თანამშრომლები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლოერბი
საერთაშორისო ორგანიზაციები
არასამთავრობო ორგანიზაციები