ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი,
რომელთა ურყევი ნებაა,
დავამკვიდროთ დემოკრატიული
საზოგადოებრივი წესწყობილება,
ეკონომიკური თავისუფლება,
სოციალური და სამართლებრივი
სახელმწიფო, უზრუნველვყოთ
ადამიანის საყოველთაოდ
აღიარებული უფლებანი და
თავისუფლებანი, განვამტკიცოთ
სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობა და სხვა
ხალხებთან მშვიდობიანი
ურთიერთობა, ქართველი ერის
მრავალსაუკუნოვანი
სახელმწიფოებრიობის
ტრადიციებსა და საქართველოს
1921 წლის კონსტიტუციის
ისტორიულ-სამართლებრივ
მემკვიდრეობაზე დაყრდნობით
ღვთისა დაქვეყნის წინაშე
ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
 
 
  საქართველოს კონსტიტუცია  
 
აუდიო ფაილი
 
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია.
ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 6, პუნქტი1
English   
                       
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
2011-06-9
კონსტიტუციონალიზმის ცენტრი და გერმანიის საერთაშორისო საზოგადოება (GiZ) თანამშრომლობის პერსპექტივები

27 მაისს კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურ ცენტრს ესტუმრა  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის პროგრამის ,,სამართლისა და იუსტიციის რეფორმის კონსულტაცია სამხრეთ კავკასიაში“ ხელმძღვანელი ცენო რაიხენბეხერი.                              
კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგონალური ცენტრის ხელმძღვანელთან ავთანდილ დემეტრაშვილთან საუბრისას, განიხილეს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციისა და კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის თანამშრომლობის კონკრეტული დეტალები.
,,ჩვენ მოხარული ვართ საქართველოში კონსტიტუციონალიზმის რეგიონალური ცენტრის დაფუძნებით და გამოვხატავთ სრულ მზადყოფნას აქტიურად ვითანამშრომლოთ მასთან კონკრეტული პროექტების ფარგლებში“, - განაცხადა ცენო რაიხენბეხერმა. კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ დემეტრაშვილმა თავის მხრივ იმედი გამოთქვა, რომ ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს კონსტიტუციური პრინციპების განმტკიცებას და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.                              
სტუმარმა დაათვალიერა კონსტიტუციონალიზმის დარბაზი, გაესაუბრა საგანმანათლებლო პროექტში ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“-ს  ფარგლებში მონაწილე მოსწავლეებს ქ. წყალტუბოს საჯარო სკოლებიდან. სტუმარს გადაეცა სამახსოვრო საჩუქრები კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ემბლემით. ბატონმა ცენო რაიხენბეხერმა გააკეთა ჩანაწერი საპატიო ჩანაწერთა წიგნში.

       
ცენტრის ანგარიში
  კონსტიტუციონალიზმის დარბაზი
სასწავლო-შემეცნებითი ფილმი "კანონთა კანონი"
ელექტრონული ჟურნალი
  პასიური საარჩევნო უფლებისათვის დადგენილი ასაკობრივი ცენზი საზღვარგარეთის ქვეყნებში
აპრილი
2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტო
გამოცდების ეროვნული
ცენტრი
საგანმანათლებლო დაწესებულების
მანდატურის სამსახური
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის ეროვნული
სამეცნიერო ფონდი
 
მიზნები და ამოცანები
სამართლებრივი საფუძვლები
სტრუქტურა და თანამშრომლები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლოერბი
საერთაშორისო ორგანიზაციები
არასამთავრობო ორგანიზაციები