ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი,
რომელთა ურყევი ნებაა,
დავამკვიდროთ დემოკრატიული
საზოგადოებრივი წესწყობილება,
ეკონომიკური თავისუფლება,
სოციალური და სამართლებრივი
სახელმწიფო, უზრუნველვყოთ
ადამიანის საყოველთაოდ
აღიარებული უფლებანი და
თავისუფლებანი, განვამტკიცოთ
სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობა და სხვა
ხალხებთან მშვიდობიანი
ურთიერთობა, ქართველი ერის
მრავალსაუკუნოვანი
სახელმწიფოებრიობის
ტრადიციებსა და საქართველოს
1921 წლის კონსტიტუციის
ისტორიულ-სამართლებრივ
მემკვიდრეობაზე დაყრდნობით
ღვთისა დაქვეყნის წინაშე
ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
 
 
  საქართველოს კონსტიტუცია  
 
აუდიო ფაილი
 
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია.
ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 6, პუნქტი1
English   
                       
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
2011-05-2

30 აპრილს, შაბათს კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურმა ცენტრმა საგანმანათლებლო პროექტის ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ ფარგლებში მიიღო მოსწავლეები ქ.  თბილისის № 165-ე და № 122-ე საჯარო სკოლებიდან.
მოსწავლეებს მიესალმა კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის   ხელმძღვანელის მოადგილე მალხაზ ნაკაშიძე, რომელმაც ვრცლად ისაუბრა კონსტიტუციონალიზმის ცენტრის მიზნებისა და ამოცანების შესახებ.
კონსტიტუციონალიზმის ცენტრის სამოქალაქო განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა სულხან მელაძემ მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ. მანვე აღნიშნა, რომ კონსტიტუციონალიზმის დარბაზში წარმოდგენილი მსოფლიოში კონსტიტუციონალიზმის განვითარების ამსახველი ექსპოზიციის დათვალიერებასთან,  თემატური ტესტების შევსებასა და იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობასთან ერთად უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ პროექტში მონაწილე მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ დაათვალიერონ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ღირსშესანიშნაობები, ადგილზე გაეცნონ ტურისტულ იმფრასტრუქტურას, რომელიც სულ უფრო ვითარდება. ,,მარტო წელს პროექტში მონაწილეობას მიიღებს სამი ათასამდე მოსწავლე“, - აღნიშნა სულხან მელაძემ და მანვე მადლობა გადაუხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ქ.თბილისიs განათლების რესურს-ცენტრების თანამშრომლებს,  №165-ე და  №122-ე საჯარო სკოლების პედაგოგებს პროექტის განხორციელების პროცესში მხარდაჭერისათვის.
№ 122-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაათვალიერეს ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ეთნოგრაფიული მუზეუმი, გონიოს ციხე, ძველი ბათუმი, სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტი, ესტუმრნენ გამოფენას ,,ექსპო ჯორჯია - ბათუმი 2011“.  
№ 165-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაათვალიერეს კონსტიტუციონალიზმის დარბაზი, შეავსეს კონკურსით ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ გათვალისწინებული თემატური ტესტები. მოგვიანებით მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში.
პროექტში მონაწილეებს გადაეცათ სამახსოვრო სერთიფიკატები, კალმები, მაისურები და კეპები კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ემბლემით.
დღის ბოლოს გამოვლინდა კონკურსში გამარჯვებული სამი საუკეთესო მოსწავლე.

I ადგილი
თინა ლუხუტაშვილი
II ადგილი
ნიკა წიკლაური
III  ადგილი
ომარ შეროზია



       
ცენტრის ანგარიში
  კონსტიტუციონალიზმის დარბაზი
სასწავლო-შემეცნებითი ფილმი "კანონთა კანონი"
ელექტრონული ჟურნალი
  პასიური საარჩევნო უფლებისათვის დადგენილი ასაკობრივი ცენზი საზღვარგარეთის ქვეყნებში
აპრილი
2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტო
გამოცდების ეროვნული
ცენტრი
საგანმანათლებლო დაწესებულების
მანდატურის სამსახური
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის ეროვნული
სამეცნიერო ფონდი
 
მიზნები და ამოცანები
სამართლებრივი საფუძვლები
სტრუქტურა და თანამშრომლები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლოერბი
საერთაშორისო ორგანიზაციები
არასამთავრობო ორგანიზაციები