ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი,
რომელთა ურყევი ნებაა,
დავამკვიდროთ დემოკრატიული
საზოგადოებრივი წესწყობილება,
ეკონომიკური თავისუფლება,
სოციალური და სამართლებრივი
სახელმწიფო, უზრუნველვყოთ
ადამიანის საყოველთაოდ
აღიარებული უფლებანი და
თავისუფლებანი, განვამტკიცოთ
სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობა და სხვა
ხალხებთან მშვიდობიანი
ურთიერთობა, ქართველი ერის
მრავალსაუკუნოვანი
სახელმწიფოებრიობის
ტრადიციებსა და საქართველოს
1921 წლის კონსტიტუციის
ისტორიულ-სამართლებრივ
მემკვიდრეობაზე დაყრდნობით
ღვთისა დაქვეყნის წინაშე
ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
 
 
  საქართველოს კონსტიტუცია  
 
აუდიო ფაილი
 
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია.
ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 6, პუნქტი1
English   
                       
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
2011-04-11

9 აპრილი დიდი ტკივილისა და ქართველი ერის ერთსულოვნების, გამარჯვების, თავისუფლების დღეა“, - ამ სიტყვებით მიესალმა ავთანდილ დემეტრაშვილი კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის საგანმანათლებლო პროექტის -  „კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ -ს  მონაწილეებს.
ქ.ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ ეხილათ ამ თარიღთან დაკავშირებული უახლესი ქართული ისტორიიის ამსახველი მასალა -  1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების, ქართველი ერის  ერთსულოვნების სიმბოლო - მუსიკალური ვიდეოკლიპი „ტიტები“ და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
მოსწავლეებმა კონსტიტუციონალიზმის ცენტრის ხელმძღვანელთან ავთანდილ დემეტრაშვილთან და  თანამშრომლებთან ერთად გვირგვინით შეამკეს   9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი, დაანთეს სანთლები.
დღის მეორე ნახევარში  კონსტიტუციონალიზმის ცენტრში  გაიმართა პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები.
პროექტის მონაწილეები გაეცნენ მსოფლიოში კონსტიტუციონალიზმის განვითარების  ამსახველ  ექსპოზიციას,   მონაწილეობა მიიღეს კონკურსში „კოსნტიტუციონალიზმის გაკვეთილები“, კერძოდ, წამოადგინეს საკუთარი  ხედვა კონსტიტუციის არსის შესახებ და შეავსეს თემატური ტესტები.
მოსწავლეებმა  მონაწილეობა მიიღეს ა\ო  საქართველოს ახალგაზრდა  იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებულ იმიტირებულ სასამართლო პროცესში.
მოსწავლეებს გადაეცათ  პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი   სერთიფიკატი, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ასლი და სამახსოვრო სუვენირები -  მაისურები, კეპები,  კალმები  -     კონტიტუციონალიზმის ცენტრის სიმბოლიკით.

ამონარიდი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნიდან
„ჩემი  ხატია სამშობლო,
               სახატე მთელი ქვეყანა..............“

ამშვენებს მაისურს, რომელიც გადაეცემა პროექტის მონაწილე უკლებლივ ყველა   მოსწავლეს.
მოსწავლეებმა გააკეთეს სამახსოვრო ჩანაწერები კონტიტუციონალიზმის ცენტრის სამახსოვრო წიგნში.
თემისა და თემატური ტესტების  შეფასების საფუძველზე გამოვლინდა  კონკურსში  „კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“  სამი  გამარჯვებული.

I ადგილი
დეა კუჭულია
II ადგილი
მარიამ კუკავა
I ადგილი
სალომე გერგეშანია
       
ცენტრის ანგარიში
  კონსტიტუციონალიზმის დარბაზი
სასწავლო-შემეცნებითი ფილმი "კანონთა კანონი"
ელექტრონული ჟურნალი
  პასიური საარჩევნო უფლებისათვის დადგენილი ასაკობრივი ცენზი საზღვარგარეთის ქვეყნებში
აპრილი
2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტო
გამოცდების ეროვნული
ცენტრი
საგანმანათლებლო დაწესებულების
მანდატურის სამსახური
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის ეროვნული
სამეცნიერო ფონდი
 
მიზნები და ამოცანები
სამართლებრივი საფუძვლები
სტრუქტურა და თანამშრომლები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლოერბი
საერთაშორისო ორგანიზაციები
არასამთავრობო ორგანიზაციები