ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი,
რომელთა ურყევი ნებაა,
დავამკვიდროთ დემოკრატიული
საზოგადოებრივი წესწყობილება,
ეკონომიკური თავისუფლება,
სოციალური და სამართლებრივი
სახელმწიფო, უზრუნველვყოთ
ადამიანის საყოველთაოდ
აღიარებული უფლებანი და
თავისუფლებანი, განვამტკიცოთ
სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობა და სხვა
ხალხებთან მშვიდობიანი
ურთიერთობა, ქართველი ერის
მრავალსაუკუნოვანი
სახელმწიფოებრიობის
ტრადიციებსა და საქართველოს
1921 წლის კონსტიტუციის
ისტორიულ-სამართლებრივ
მემკვიდრეობაზე დაყრდნობით
ღვთისა დაქვეყნის წინაშე
ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
 
 
  საქართველოს კონსტიტუცია  
 
აუდიო ფაილი
 
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია.
ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 6, პუნქტი1
English   
                       
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
2011-04-6

კონსტიტუციონალიზმის ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ დემეტრაშვილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრმა გია აბულაძემ და  მოსწავლეებმა  ბათუმის მე-10  საჯარო  სკოლიდან  გაჭრეს  წითელი  ლენტი.
ავთანდილ დემეტრაშვილმა ისაუბრა ცენტრის საგანმანათლებლო საქმიანობისა და  ამ კონკრეტული პროექტის  მნიშვნელობაზე,  აღნიშნა, რომ პროექტი ითვალისწინებს მოსწავლე-ახალგაზრდებში ცოდნის, პატრიოტიზმის, სამართლიანობისა და სახელმწიფოებრივი პრინციპების დამკვიდრებას.  ამ იდეის პრაქტიკული განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლისათვის ანუ საზოგადოების იმ ნაწილისათვის, რომელიც ფსიქოლოგიურად ყველაზე მგრძნობიარეა ახალი იდეების მიმართ და რომელიც სულ მოკლე დროში გახდება საზოგადოებრივი აღმშენებლობის აქტიური წევრი.
„კონსტიტუციონალიზმის დარბაზში“ ჩატარებული შეხვედრა სტუმარს ნათელ წარმოდგენას შეუქმნის მსოფლიოში კონსტიტუციონალიზმის განვითარების ამსახველ ეტაპებზე, ეს კი თავის მხრივ ქვეცნობიერად გაუჩენს მას კაცობრიობის განვითარების თანამონაწილის, მსოფლიო მოქალაქის შეგრძნებას.
„კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის არსებობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი: მოსწავლე-ახალგაზრდობის სამართლებრივი და პოლიტიკური კულტურის დონის ამაღლებაა.“- დასძინა ავთანდილ დემერტაშვილმა.
მოსწავლეებს სიტყვით მიმართეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრმა გია აბულაძემ და  კონსტიტიციონალიზმის    ცენტრის  სამოქალაქო  განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის  დეპარტამენტის  დირექტორმა  სულხან მელაძემ.
მსოფლიოში, კონსტიტუციონალიზმის განვითარების  ამსახველი  ექსპოზიციის გაცნობის შემდეგ მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს კონკურსში - „კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ , კერძოდ წარმოადგინეს მათეული ხედვა კონსტიტუციის არსის შესახებ და შეავსეს თემატური ტესტები.
დღის მეორე ნახევარში მონაწილეობა მიიღეს ა\ო  საქართველოს ახალგაზრდა  იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებულ იმიტირებულ სასამართლო პროცესში. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციონალიზმის ცენტრსა და საია-ს  მჭიდრო თანამშრომლობა   მომავალშიც გაგრძელდება ამ პროექტის ფარგლებში.
მოსწავლეებს გადაეცათ  პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი   სერთიფიკატი და სამახსოვრო სუვენირები, კერძოდ მაისურები,  კეპები და კალმები კონტიტუციონალიზმის ცენტრის სიმბოლიკით.

ამონარიდი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნიდან
„ჩემი  ხატია სამშობლო
             სახატე მთელი ქვეყანა..............“

ამშვენებს მაისურს, რომელიც გადაეცემა პროექტის მონაწილე უკლებლივ ყველა   მოსწავლეს.
თემისა და თემატური ტესტების  შეფასების საფუძველზე გამოვლინდა  კონკურსში  „კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“  სამი  გამარჯვებული.

I ადგილი
თამარ ჯიჯავაძე
II ადგილი
დარეჯან ნაკაშიძე
III ადგილი
მირიან გორგილაძე
 

       
ცენტრის ანგარიში
  კონსტიტუციონალიზმის დარბაზი
სასწავლო-შემეცნებითი ფილმი "კანონთა კანონი"
ელექტრონული ჟურნალი
  პასიური საარჩევნო უფლებისათვის დადგენილი ასაკობრივი ცენზი საზღვარგარეთის ქვეყნებში
აპრილი
2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტო
გამოცდების ეროვნული
ცენტრი
საგანმანათლებლო დაწესებულების
მანდატურის სამსახური
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის ეროვნული
სამეცნიერო ფონდი
 
მიზნები და ამოცანები
სამართლებრივი საფუძვლები
სტრუქტურა და თანამშრომლები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლოერბი
საერთაშორისო ორგანიზაციები
არასამთავრობო ორგანიზაციები