ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი,
რომელთა ურყევი ნებაა,
დავამკვიდროთ დემოკრატიული
საზოგადოებრივი წესწყობილება,
ეკონომიკური თავისუფლება,
სოციალური და სამართლებრივი
სახელმწიფო, უზრუნველვყოთ
ადამიანის საყოველთაოდ
აღიარებული უფლებანი და
თავისუფლებანი, განვამტკიცოთ
სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობა და სხვა
ხალხებთან მშვიდობიანი
ურთიერთობა, ქართველი ერის
მრავალსაუკუნოვანი
სახელმწიფოებრიობის
ტრადიციებსა და საქართველოს
1921 წლის კონსტიტუციის
ისტორიულ-სამართლებრივ
მემკვიდრეობაზე დაყრდნობით
ღვთისა დაქვეყნის წინაშე
ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
 
 
  საქართველოს კონსტიტუცია  
 
აუდიო ფაილი
 
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია.
ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 6, პუნქტი1
English   
                       
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
2011-03-24

კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურმა ცენტრმა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 19-20 მარტს გამართეს საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის მიღების 90 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები.
ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქ ბათუმში (მ.ქოსტავას ქ.N13) გაიხსნა მეომორიალური დაფა, შენობაზე რომელშიც პირველად დაიბეჭდა საქართველოს პირველი კონსტიტუცია. დაფა გახსნეს კონსტიტუციონალიზმის ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ დემეტრაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ მახარაძემ. ავთანდილ დემეტრაშვილმა, ვრცლად ისაუბრა 1921 წლის კონსტიტუციაზე და მის მნიშვნელობაზე ქვეყნის კონსტიტუციური გავითარების ჭრილში.
დაფის გახსნის შემდეგ, კონფერენცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა გახსნა და  ისაუბრა იმ გარემოებებზე რამაც ბათუმში პირველი კონსტიტუციის დაბეჭდვა განაპირობა აღნიშნა, რომ ბათუმს ამ მხრივ ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება და სიმბოლურია მსგავსი ღონისძიებების სწორედ ბათუმში ჩატარება.
პირველი მოხსენება პოლიტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა მალხაზ მაცაბერიძემ წაიკითხა თემაზე-,,საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის შემუშავება და მიღება“        
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ბატონი ნუგზარ ფუტკარაძე კითხულობდა მოხსენებას თემაზე - ,,ადამიანის უფლებები და თავისუფლებები საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის მიხედვით“.
დღის ბოლოს გაიმართა კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ოფიციალური პრეზენტაცია, გაიხსნა კონსტიტუციონალიზმის დარბაზი, პირველი დამთვალიერებლები იყვნენ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ მახარაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი ვაჟა ბოლქვაძე, ქალქ ბათუმის ვიცემერი ნათია სურგულაძე და კონფერენციის მონაწილეები. ცენტრი პრეზენტაცია ბატონმა ავთანდილ დემეტრაშვილმა გააკეთა მცირე მისასალმებელი ტექსტით, ხოლო რაც შეეხება მიზნებსა და ამოცანებს ვრცლად ცალკეული დეპერტამენტების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს.
20 მარტს კონფერენციის მეორე შემაჯამებილი დღე ავთანდილ დემეტრაშვილმა გახსნა, მან მადლობა გადაუხადა საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს და კონფერენციის უკლებლივ ყველა მონაწილეს თანადგომისა და მხარაჭერისათვის, აღნიშნა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მსგავსი კონფერენციები და ღონისძიებები, რომ არსებობს დიდი სურვილი და მზაობა მომავალშიც გაგრძელდეს მსგავსი ტიპის თანამშრომლობა.
მოხსენება თემაზე - ,,პარლამენტი საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის მიხედვით“ წაიკითხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტმა, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასისტენტ-პროფესორმა ბექა ქანთარიამ.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი კვერენჩხილაძე კითხულობდა მოხსენებას თემაზე - ,,მთავრობა საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის მიხედვით“
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის განყოფილების გამგემ, იურისტმა, მეცნიერებათა დოქტორმა და პროფესორმა იაკობ ფუტკარაძემ წაიკითხა მოხსენება თემაზე - ,,სასამართლო ხელისუფლება საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის მიხედვით“.
მოხსენებებს შორის იმართებოდა საინტერესო დისკუსიები, რომლითაც ჯამდებოდა თითოეული საკითხი.
კონფერენცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა და კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ დემეტრაშვილმა შეაჯამეს. მათ კმაყოფილება გამოთქვეს და ნაყოფიერად შეაფასეს უკვე ჩატარებული ღონისძიებები, შეთანხმდნენ დაიბეჭდოს კონფერენციის მასალები და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ 1921 წლის კონსტიტუცია არის დოკუმენტი, რომელმაც დიდი კვალი დატოვა საქართველოს ისტორიაში.

p.S  მოხსენენბების ელექტრონული ვერსიებს, მოგვიანებით განვათავსებთ საიტზ

       
ცენტრის ანგარიში
  კონსტიტუციონალიზმის დარბაზი
სასწავლო-შემეცნებითი ფილმი "კანონთა კანონი"
ელექტრონული ჟურნალი
  პასიური საარჩევნო უფლებისათვის დადგენილი ასაკობრივი ცენზი საზღვარგარეთის ქვეყნებში
აპრილი
2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტო
გამოცდების ეროვნული
ცენტრი
საგანმანათლებლო დაწესებულების
მანდატურის სამსახური
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის ეროვნული
სამეცნიერო ფონდი
 
მიზნები და ამოცანები
სამართლებრივი საფუძვლები
სტრუქტურა და თანამშრომლები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლოერბი
საერთაშორისო ორგანიზაციები
არასამთავრობო ორგანიზაციები