ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი,
რომელთა ურყევი ნებაა,
დავამკვიდროთ დემოკრატიული
საზოგადოებრივი წესწყობილება,
ეკონომიკური თავისუფლება,
სოციალური და სამართლებრივი
სახელმწიფო, უზრუნველვყოთ
ადამიანის საყოველთაოდ
აღიარებული უფლებანი და
თავისუფლებანი, განვამტკიცოთ
სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობა და სხვა
ხალხებთან მშვიდობიანი
ურთიერთობა, ქართველი ერის
მრავალსაუკუნოვანი
სახელმწიფოებრიობის
ტრადიციებსა და საქართველოს
1921 წლის კონსტიტუციის
ისტორიულ-სამართლებრივ
მემკვიდრეობაზე დაყრდნობით
ღვთისა დაქვეყნის წინაშე
ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
 
 
  საქართველოს კონსტიტუცია  
 
აუდიო ფაილი
 
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია.
ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 6, პუნქტი1
English   
                       
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
2011-02-14

21 თებერვალს კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრისა და საქართველოს ადვოკატთა პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე -კონსტიტუციით გარანტირებული  ადამიანის ძირითად უფლებები და ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ძირითადი დებულებები.
კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ დემეტრაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მიულოცა საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის მიღების 90 წლისთავის საიუბილეო თარიღი.
ავთანდილ დემეტრაშვილმა კონფერენციაზე წარმოადგინა ვრცელი მოხსენება – კონსტიტუციონალიზმის ძირითადი პრინციპები.
თემაზე – ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ძირითადი დებულებები მოხსენებით წარსდგა ამერიკის შეერთებული შტატების იურისტთა ასოციაციის ლიცენზირებული ექსპერტი სისხლის სამართალში, ადვოკატთა პროფესიული განვითარების ცენტრის სამეურვეო საბჭოს წევრი გიორგი ტურაზაშვილი.
თავის მხრივ,  საქართველოს ადვოკატთა პროფესიული განვითარების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი ყანდაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა კონფერენციისა და მასზე განხილული საკითხების მნიშვნელობა.
კონფერენცია ჩატარდა კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურ ცენტრისა და საქართველოს ადვოკატთა პროფესიული განვითარების ცენტრს შორის  20011 წლის 6 იანვარს გაფორმებული უეთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში. ბატონებმა ავთანდილ დემეტრაშვილმა და ირაკლი ყანდაშვილმა  განაცხადეს, რომ თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

       
ცენტრის ანგარიში
  კონსტიტუციონალიზმის დარბაზი
სასწავლო-შემეცნებითი ფილმი "კანონთა კანონი"
ელექტრონული ჟურნალი
  პასიური საარჩევნო უფლებისათვის დადგენილი ასაკობრივი ცენზი საზღვარგარეთის ქვეყნებში
აპრილი
2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტო
გამოცდების ეროვნული
ცენტრი
საგანმანათლებლო დაწესებულების
მანდატურის სამსახური
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის ეროვნული
სამეცნიერო ფონდი
 
მიზნები და ამოცანები
სამართლებრივი საფუძვლები
სტრუქტურა და თანამშრომლები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლოერბი
საერთაშორისო ორგანიზაციები
არასამთავრობო ორგანიზაციები