ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი,
რომელთა ურყევი ნებაა,
დავამკვიდროთ დემოკრატიული
საზოგადოებრივი წესწყობილება,
ეკონომიკური თავისუფლება,
სოციალური და სამართლებრივი
სახელმწიფო, უზრუნველვყოთ
ადამიანის საყოველთაოდ
აღიარებული უფლებანი და
თავისუფლებანი, განვამტკიცოთ
სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობა და სხვა
ხალხებთან მშვიდობიანი
ურთიერთობა, ქართველი ერის
მრავალსაუკუნოვანი
სახელმწიფოებრიობის
ტრადიციებსა და საქართველოს
1921 წლის კონსტიტუციის
ისტორიულ-სამართლებრივ
მემკვიდრეობაზე დაყრდნობით
ღვთისა დაქვეყნის წინაშე
ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
 
 
  საქართველოს კონსტიტუცია  
 
აუდიო ფაილი
 
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია.
ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 6, პუნქტი1
English   
                       
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
2012-08-12
საზაფხულო სკოლა ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“

12 აგვისტოს, კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურ ცენტრს, საზაფხულო სკოლის ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ ფარგლებში ესტუმრა მეორე ჯგუფი - თბილისიდან - სოციალურად დაუცველი, დევნილი და ახალქალაქიდან ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა ოჯახების IX კლასელი მოსწავლეები.
მონაწილეებს მიესალმა კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის სამოქალაქო განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი სულხან მელაძე, რომელმაც ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე, მის მიზნებსა და ამოცანებზე.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები დაათვალიერებენ კონსტიტუციონალიზმის დარბაზს, მოისმენენ ლექციებს კონსტიტუციონალიზმის საფუძვლების, სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული სამართლის პრინციპების შესახებ. შეავსებენ თემატურ ტესტებს, მონაწილეობას მიიღებენს დებატებსა და დისკუსიებში.
პროექტის მონაწილეები ნახავენ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის მიერ მომზადებულ სასწავლო-შემეცნებით ფილმს ,,კანონთა კანონი“, რომელიც მაყურებელს უამბობს მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებში კონსტიტუციური პროცესის განვითარების შესახებ და იმსჯელებენ ფილმში მოთხრობილი ფაქტების ირგვლივ.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები დაათვალიერებენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ღირშესანიშნაობებს, გონიოს ციხეს, ბათუმის ბულვარს და მოისმენენ ლექციას თემაზე - აჭარის ისტორია.
 სასწავლო პროგრამისგან თავისუფალ დროს, ბათუმში, ფერიას მთაზე, სადაც იცხოვრებენ პროექტის ბენეფიციარები, მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ინტელექტუალურ თამაშებში.
პროექტის მიზანია:

  • სხვადასხვა სოციალური და ეთნიკური ჯგუფების მოსწავლეებში კონსტიტუციონალიზმის პრინციპების დამკვიდრება, სამართლებრივი კულტურის ამაღლება, საჯარო სამართლის სფეროში სწავლის გაგრძელებისა და ცოდნის დაუფლების სურვილის  გაღვივება და სტიმულირება.
  • კანონის უზენაესობის, სახელმწიფოს ძირითადი კანონის პრინციპებისა და ნორმებისადმი პატივისცემის, კანონმორჩილების დამკვიდრების ხელშეწყობა;
  • მოსწავლეთათვის თავისუფლების კონსტიტუციური იდეის ახსნა-განმარტება, თავისუფალი აზროვნების განვითარების, ლიბერალური დემოკრატიის, როგორც ღირებულებათა სისტემის დამკვიდრების  ხელშეწყობა.
  • უცხო გარემოში ქცევისა და ერთმანეთთან ურთიერთობის უნარ-ჩვევების გამომუშავება.
  • სხვადასხვა სოციალური და ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელთა ინტეგრაცია.


პროექტის დასასრულს, თემეტური ტესტების შედეგებით, გამოვლენილი ცხრა საუკეთესო მოსწავლე, ოქტომბრის დასაწყისში, ესტუმრება საერთაშორისო ახალგაზრდულ ბანაკს - ,,პატრიოტი“.

პროგრამა

       
ცენტრის ანგარიში
  კონსტიტუციონალიზმის დარბაზი
სასწავლო-შემეცნებითი ფილმი "კანონთა კანონი"
ელექტრონული ჟურნალი
  პასიური საარჩევნო უფლებისათვის დადგენილი ასაკობრივი ცენზი საზღვარგარეთის ქვეყნებში
აპრილი
2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტო
გამოცდების ეროვნული
ცენტრი
საგანმანათლებლო დაწესებულების
მანდატურის სამსახური
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის ეროვნული
სამეცნიერო ფონდი
 
მიზნები და ამოცანები
სამართლებრივი საფუძვლები
სტრუქტურა და თანამშრომლები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლოერბი
საერთაშორისო ორგანიზაციები
არასამთავრობო ორგანიზაციები