ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი,
რომელთა ურყევი ნებაა,
დავამკვიდროთ დემოკრატიული
საზოგადოებრივი წესწყობილება,
ეკონომიკური თავისუფლება,
სოციალური და სამართლებრივი
სახელმწიფო, უზრუნველვყოთ
ადამიანის საყოველთაოდ
აღიარებული უფლებანი და
თავისუფლებანი, განვამტკიცოთ
სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობა და სხვა
ხალხებთან მშვიდობიანი
ურთიერთობა, ქართველი ერის
მრავალსაუკუნოვანი
სახელმწიფოებრიობის
ტრადიციებსა და საქართველოს
1921 წლის კონსტიტუციის
ისტორიულ-სამართლებრივ
მემკვიდრეობაზე დაყრდნობით
ღვთისა დაქვეყნის წინაშე
ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
 
 
  საქართველოს კონსტიტუცია  
 
აუდიო ფაილი
 
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია.
ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 6, პუნქტი1
English   
                       
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
2012-06-25
ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია - ,,კონტრასიგნაციის ინსტიტუტი - ევროპული გამოცდილება და ქართული პერსპექტივა“  

23 ივნისს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - ,,კონტრასიგნაციის ინსტიტუტი - ევროპული გამოცდილება და ქართული პერსპექტივა“.
სამეციერო, აკადემიური წრეების, კონსტიტუციური სამართლის ქართველ სპეციალისტებთნ ერთად, კონფერენციაში მონაწილეობდნენ - უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვლადიმერ შაპოვალი; პროფესორი, სამართლის დოქტორი პოტსდამის უნივერსიტეტის ემირიტირებული პროფესორი ადმინისტრაციულ, კონსტიტუციურ და ევროპის სამართალში მიწის სოციალური სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე დიტერ უმბახი და მკვლევარი, სამართლის დოქტორი მაგალი ბესე.
კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ დემეტრაშვილმა; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა და გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა მამუკა თავხელიძე.
,,მოხარული ვართ, რომ საერთაშორისო კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება, უნივერსიტეტში, რომელმაც ისტორიულად უმნიშვნელოვანესი მისია იტვირთა ქართველი ერისა და საზოგადოების წინაშე, უნივერსიტეტში, სადაც ტრადიციულად ძლიერი იყო და არის სამართლის სკოლა“, - განაცხადა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა,ბატონმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
კონფერენციის თემის მნიშვნელობაზე ისაუბრა კონსტიტუციონალიზმის კვლევისა დახელშეწყობის რეგინალურმა ცენტრის ხელმძღვანელმა, ბატონმა ავთანდილ დემეტრაშვილმა და მანვე აღნიშნა, რომ საკითხი აქტუალურია, რადგან 2009-2010 წლების საკონსტიტუციო რეფორმისას განხორციელებული ცვლილებებით, 2013 წლიდან საქართველოში პირველად ამოქმედდება კონტრასიგნაციის ინსტიტუტი.
სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის სფეროში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა მამუკა თავხელიძემ.
საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებები წაიკითხეს:
• უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა - ვლადიმერ       შაპოვალმა - თემაზე ,, კონტრასიგნაციის ინსტიტუტი უკრაინასა და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში“ 
• პროფესორმა, სამართლის დოქტორმა პოტსდამის უნივერსიტეტის ემირიტირებულმა პროფესორმა ადმინისტრაციულ,    კონსტიტუციურ და ევროპის სამართალში -დიტერ უმბახმა -თემაზე: ,,კონტრასიგნაციის ინსტიტუტის ცნება, მნიშვნელობა და  ისტორია გერმანულ და ევროპულ კონსტიტუციურ რეალობაში“.
• ბიარიცის უნივერსიტეტის მკვლევარმა - მაგალი ბესემ - თემაზე ,, კონტრასიგნაციის ინსტიტუტი ფრანგულ    კანონმდებლობაში“.
• თსუ- ს იურიდილი ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორმა, კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური  ცენტრის საერთასორისო ურთიერთობებისა და სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის დირექტორმა - ზურაბ მაჭარაძემ -  თემაზე: ,,კონტრასიგნაციის ინსტიტუტი ქართულ კანონმდებლობაში“.
 მოხსენებათა შორის გაიმართა დისკუსიები.

       
ცენტრის ანგარიში
  კონსტიტუციონალიზმის დარბაზი
სასწავლო-შემეცნებითი ფილმი "კანონთა კანონი"
ელექტრონული ჟურნალი
  პასიური საარჩევნო უფლებისათვის დადგენილი ასაკობრივი ცენზი საზღვარგარეთის ქვეყნებში
აპრილი
2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტო
გამოცდების ეროვნული
ცენტრი
საგანმანათლებლო დაწესებულების
მანდატურის სამსახური
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის ეროვნული
სამეცნიერო ფონდი
 
მიზნები და ამოცანები
სამართლებრივი საფუძვლები
სტრუქტურა და თანამშრომლები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლოერბი
საერთაშორისო ორგანიზაციები
არასამთავრობო ორგანიზაციები