ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი,
რომელთა ურყევი ნებაა,
დავამკვიდროთ დემოკრატიული
საზოგადოებრივი წესწყობილება,
ეკონომიკური თავისუფლება,
სოციალური და სამართლებრივი
სახელმწიფო, უზრუნველვყოთ
ადამიანის საყოველთაოდ
აღიარებული უფლებანი და
თავისუფლებანი, განვამტკიცოთ
სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობა და სხვა
ხალხებთან მშვიდობიანი
ურთიერთობა, ქართველი ერის
მრავალსაუკუნოვანი
სახელმწიფოებრიობის
ტრადიციებსა და საქართველოს
1921 წლის კონსტიტუციის
ისტორიულ-სამართლებრივ
მემკვიდრეობაზე დაყრდნობით
ღვთისა დაქვეყნის წინაშე
ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
 
 
  საქართველოს კონსტიტუცია  
 
აუდიო ფაილი
 
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია.
ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 6, პუნქტი1
English   
                       
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
2012-05-21
უზენაესი კანონი საჯარო სკოლებში

23 მაისს, 14.30 საათზე, ქ.ბათუმის ი.ჭავჭავაძის სახელობის N1 საჯარო სკოლაში, სიიპ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით იწყებს საგანმანათლებლო პროექტის ,,საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციის (საყმაწვილო,ილუსტრირებული) გავრცელება საჯარო სკოლების მოსწავლეებში“ განხორციელებას.
კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ დემეტრაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან გია აბულაძესთან ერთად, დაესწრება პროექტის გახსნას და მოსწავლეებს თავად გადასცემს საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს (ილუსტირებულ,საყმაწვილო) კონსტიტუციას.
პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეებში კანონის უზენაესობის, სახელმწიფოს ძირითადი კანონის პრინციპებისა და ნორმებისადმი პატივისცემის გაღრმავებასა და კანონმორჩლების დამვიდრებას.
პროექტის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებს, ჩაუტარდებათ ლექციები კონსტიტუციონალიზმის თემატიკასთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით უზრუნველყოფს სსიპ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრი და გადაეცემათ საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს (საყმაწვილო, ილუსტრირებული) კონსტიტუცია. აღნიშნული გამოცემა მომზადებულია კონსტიტუციონალიზმის ცენტრის ინიციატივითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით. გამოცემა მოიცავს საქართველოს კონსტიტუციის ტექსტს უკანასკნელი ცვლილებებით, მუხლობრივი ილუსტრაციებით, რაც მოსწავლეებს გაუმარტივებს კონსტიტუციის შინაარსის აღქმას. გამოცემას თან ტესტები და კონსტიტუციური სამართლის მცირე ლექსიკონიც ერთვის.
აღნიშნული გამოცემის 1500 ეგზემპლარი, აგრეთვე გადაეცემათ საგანმანათლებლო პროექტებში ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ და ამავე სახელწოდების საზაფხულო სკოლაში მონაწილე მოსწავლებს.

       
ცენტრის ანგარიში
  კონსტიტუციონალიზმის დარბაზი
სასწავლო-შემეცნებითი ფილმი "კანონთა კანონი"
ელექტრონული ჟურნალი
  პასიური საარჩევნო უფლებისათვის დადგენილი ასაკობრივი ცენზი საზღვარგარეთის ქვეყნებში
აპრილი
2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტო
გამოცდების ეროვნული
ცენტრი
საგანმანათლებლო დაწესებულების
მანდატურის სამსახური
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის ეროვნული
სამეცნიერო ფონდი
 
მიზნები და ამოცანები
სამართლებრივი საფუძვლები
სტრუქტურა და თანამშრომლები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლოერბი
საერთაშორისო ორგანიზაციები
არასამთავრობო ორგანიზაციები