ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი,
რომელთა ურყევი ნებაა,
დავამკვიდროთ დემოკრატიული
საზოგადოებრივი წესწყობილება,
ეკონომიკური თავისუფლება,
სოციალური და სამართლებრივი
სახელმწიფო, უზრუნველვყოთ
ადამიანის საყოველთაოდ
აღიარებული უფლებანი და
თავისუფლებანი, განვამტკიცოთ
სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობა და სხვა
ხალხებთან მშვიდობიანი
ურთიერთობა, ქართველი ერის
მრავალსაუკუნოვანი
სახელმწიფოებრიობის
ტრადიციებსა და საქართველოს
1921 წლის კონსტიტუციის
ისტორიულ-სამართლებრივ
მემკვიდრეობაზე დაყრდნობით
ღვთისა დაქვეყნის წინაშე
ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
 
 
  საქართველოს კონსტიტუცია  
 
აუდიო ფაილი
 
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია.
ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 6, პუნქტი1
English   
                       
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
2012-04-22
კონსტიტუციონალიზმის დარბაზს, ამჯერად ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

ინიციატივის ,,სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა“ ერთ-ერთი პროექტის ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ ფარგლებში, მოსწავლე-ახალგაზრდებში კონსტიტუციონალიზმის პრინციპებისა და ,,სამოქალაქო განათლების”  სასწავლო პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნის გაღრმავების მიზნით, ორი დღით, 21 და 22 აპრილს კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურ ცენტრს, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის საჯარო სკოლების IX კლასელი მოსწავლეები ესტუმრნენ.
საქართველოს ეროვნული ჰიმნის შესრულების შემდეგ, ისაუბრა სამოქალაქო განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის კონსტიტუციონალიზმის დარბაზის განყოფილების უფროსმა ლალი ტაკიძემ, რომელმაც სტუმრებს პროექტის მნიშვნელობა, მისი მიზნები და ამოცანები გააცნო.
სტუმრებმა  დაათვალიერეს კონსტიტუციონალიზმის დარბაზი, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოს მრავალი სახელმწიფოს კონსტიტუციური ისტორიის ამსახველი ექსპოზიცია. კონსტიტუციონალიზმის დარბაზის განყოფილების წამყვანმა სპეციალისტმა, ვერიკო ლატარიამ მიაწოდა ინფორმაცია კონსტიტუციონალიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ.
მოსწავლეებმა იხილეს კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის მიერ მომზადებული სასწავლო-შემეცნებითი ფილმი ,,კანონთა კანონი“, რომელიც მაყურებელს უამბობს მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებში კონსტიტუციური პროცესის განვითარების შესახებ და იმსჯელეს ფილმში მოთხრობილი ფაქტების ირგვლივ.
სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს კონკურსში - „კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“. შეავსეს თემატური ტესტები. გამოვლინდა სამი გამარჯვებული.
გლდანი-ნაძალადევის რაიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, კულტურულ ღონისძიებებშიც მიიღეს მონაწილეობა. დაათვალიერეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ღირსშესანიშნაობები, ძმები ნობელების მუზეუმი, გონიოს ციხე, ბათუმის ბულვარი.
პროექტში მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები. გამარჯვებულებს გადაეცათ მედალიონები და დიპლომები, ხოლო პირველ ადგილზე გასულ მოსწავლეს და მოსწავლეს, რომელიც იმიტირებული სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, დასახელდა გამარჯვებულად ნომინაციაში საუკეთესო მოსამართლე, აგრეთვე გადაეცათ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის მიერ გამოცემული -  საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს  კონსტიტუცია ილუსტრაციებით.

I ადგილი
მარიამ მაჭარაშვილი
II ადგილი III ადგილი
გიორგი ჯოხაძე ანანო ნოზაძე
       
ცენტრის ანგარიში
  კონსტიტუციონალიზმის დარბაზი
სასწავლო-შემეცნებითი ფილმი "კანონთა კანონი"
ელექტრონული ჟურნალი
  პასიური საარჩევნო უფლებისათვის დადგენილი ასაკობრივი ცენზი საზღვარგარეთის ქვეყნებში
აპრილი
2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტო
გამოცდების ეროვნული
ცენტრი
საგანმანათლებლო დაწესებულების
მანდატურის სამსახური
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის ეროვნული
სამეცნიერო ფონდი
 
მიზნები და ამოცანები
სამართლებრივი საფუძვლები
სტრუქტურა და თანამშრომლები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლოერბი
საერთაშორისო ორგანიზაციები
არასამთავრობო ორგანიზაციები