ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი,
რომელთა ურყევი ნებაა,
დავამკვიდროთ დემოკრატიული
საზოგადოებრივი წესწყობილება,
ეკონომიკური თავისუფლება,
სოციალური და სამართლებრივი
სახელმწიფო, უზრუნველვყოთ
ადამიანის საყოველთაოდ
აღიარებული უფლებანი და
თავისუფლებანი, განვამტკიცოთ
სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობა და სხვა
ხალხებთან მშვიდობიანი
ურთიერთობა, ქართველი ერის
მრავალსაუკუნოვანი
სახელმწიფოებრიობის
ტრადიციებსა და საქართველოს
1921 წლის კონსტიტუციის
ისტორიულ-სამართლებრივ
მემკვიდრეობაზე დაყრდნობით
ღვთისა დაქვეყნის წინაშე
ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
 
 
  საქართველოს კონსტიტუცია  
 
აუდიო ფაილი
 
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია.
ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 6, პუნქტი1
English   
                       
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
2012-03-20

დაიწყო ინიციატივის  ,,სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა“  განხორციელება

20 მარტს კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურ ცენტრში,  ინიციატივა - ,,სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა" ფარგლებში დაიწყო პროექტის ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ განხორციელება. ინიციატივა გულისხმობს სამ საგანმანათლებლო პროექტს - ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები”, საზაფხულო სკოლა ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები” და ლექციები საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისათვის.
ინიციატივის მიზანია:  
მოსწავლე-ახალგაზრდებში კონსტიტუციონალიზმის პრინციპების დამკვიდრება; მოსწავლის მიერ ,,სამოქალაქო განათლების” სასწავლო პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნის გაღრმავება; მოსწავლეებში კანონის უზენაესობის, სახელმწიფოს ძირითადი კანონის პრინციპებისა და ნორმებისადმი პატივისცემის, კანონმორჩილების დამკვიდრების ხელშეწყობა; სამართლებრივი კულტურის ამაღლება; მოსწავლეთათვის თავისუფლების კონსტიტუციური იდეის ახსნა-განმარტება და თავისუფალი აზროვნების განვითარების ხელშეწყობა; მოსწავლის პატრიოტ და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქედ ჩამოყალიბების ხელშეწყობა; მოსწავლის თავისუფალ პიროვნებად და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბების ხელშეწყობა; მოსწავლეთა სხვადასხვა ჯგუფებს შორის კონტაქტების გაღრმავება და მათი ინტეგრირება ქართულ საზოგადოებაში. პედაგოგებისათვის სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული კონსტიტუციური სამართლის თემატიკასთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, ცოდნის გაზიარება და სათანადო ლიტერატურის გაცნობა.
პროექტის ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები"  ფარგლებში, მიმდინარე წელს, ცენტრს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, 1200  IX კლასელი მოსწავლე ესტუმრება. პროექტის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში, მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ინტელექტუალურ, შემეცნებით და კულტურულ ღონისძიებებში.
20 მარტს, ცენტრს ქ. ბათუმის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.
კონსტიტუციონალიზმის ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ დემეტრაშვილი,   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრი გია აბულაძე, მინისტრის მოადგილე ლამზირა ბოლქვაძე, ცენტრის სამოქალაქო განთლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი  სულხან მელაძე, ,,სამოქალაქო საზოგადოება ადამიანის უფლებებისათვის'' ხელმძღვანელი ლადო მგალობლიშვილი და არასამთავრობო სექტორის სხვა წარმომადგენლები მიესალმნენ  მოსწავლეებს და ისაუბრეს პროექტის მნიშვნელობაზე. ავთანდილ დემეტრაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტის უმნიშვნელოვანესი მიზანია, მოსწავლე-ახალგაზრდებში ცოდნის, სამართლიანობისა და სახელმწიფოებრივი პრინციპების დამკვიდრება. ,,კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის  ერთ-ერთი მთავარი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდობის სამართლებრივი კულტურის დონის ამაღლება“,- განაცხადა ავთანდილ დემეტრაშვილმა.
მსოფლიოში, კონსტიტუციონალიზმის განვითარების  ამსახველი  ფილმის სასწავლო-შემეცნებითი ფილმის ,,კანონთა კანონი“ ჩვენების  შემდეგ, მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს კონკურსში - „კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“. შეავსეს თემატური ტესტები, მონაწილეობა მიიღეს  საქართველოს ახალგაზრდა  იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებულ იმიტირებულ სასამართლო პროცესში.
დასასრულს მათ გადაეცათ  პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი   სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები. თემატური ტესტების შედაგად გამოვლენილ სამ გამარჯვებულ მოსწავლეს მედალიონებთან ერთად გადაეცა კონკურსში გამარჯვების დამადასტურებელი დიპლომები.

I  ადგილი
მარიამ ხაზარაძე
II ადგილი III ადგილი
მარიამ ფირცხალაიშვილი ლელა ჯაფარიძე
       
ცენტრის ანგარიში
  კონსტიტუციონალიზმის დარბაზი
სასწავლო-შემეცნებითი ფილმი "კანონთა კანონი"
ელექტრონული ჟურნალი
  პასიური საარჩევნო უფლებისათვის დადგენილი ასაკობრივი ცენზი საზღვარგარეთის ქვეყნებში
აპრილი
2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტო
გამოცდების ეროვნული
ცენტრი
საგანმანათლებლო დაწესებულების
მანდატურის სამსახური
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის ეროვნული
სამეცნიერო ფონდი
 
მიზნები და ამოცანები
სამართლებრივი საფუძვლები
სტრუქტურა და თანამშრომლები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლოერბი
საერთაშორისო ორგანიზაციები
არასამთავრობო ორგანიზაციები