ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი,
რომელთა ურყევი ნებაა,
დავამკვიდროთ დემოკრატიული
საზოგადოებრივი წესწყობილება,
ეკონომიკური თავისუფლება,
სოციალური და სამართლებრივი
სახელმწიფო, უზრუნველვყოთ
ადამიანის საყოველთაოდ
აღიარებული უფლებანი და
თავისუფლებანი, განვამტკიცოთ
სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობა და სხვა
ხალხებთან მშვიდობიანი
ურთიერთობა, ქართველი ერის
მრავალსაუკუნოვანი
სახელმწიფოებრიობის
ტრადიციებსა და საქართველოს
1921 წლის კონსტიტუციის
ისტორიულ-სამართლებრივ
მემკვიდრეობაზე დაყრდნობით
ღვთისა დაქვეყნის წინაშე
ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
 
 
  საქართველოს კონსტიტუცია  
 
აუდიო ფაილი
 
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია.
ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 6, პუნქტი1
English   
                       
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები

კონსტიტუციონალიზმის ცენტრის ინიციატივით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან ერთად,1921 წლის საქართველოს კონსტიტუციის 90 წლისთავს მიეძღვნა სამეცნიერო კონფერენცია - ,,ქართული კონსტიტუციონალიზმის სათავეებთან’’.

მოხსენებები წაიკითხეს:

  • ავთანდილდემეტრაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელი.  თემა - ,,საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია 2011 წლის გადასახედიდან’’.
  • მალხაზ მაცაბერიძე - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრულიპროფესორი. თემა ,,საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის შემუშავება და მიღება“
  • მალხაზ სიორიძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრის ისტორიის განყოფილების გამგე . თემა ,, საქართველოს პირველიკ ონსტიტუციის სტამბურად გამოქვეყნების ადგილი, დრო და გარემოებები’’
  • ნუგზარ ფუტკარაძე - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. თემა - ,,ადამიანის უფლებები და თავისუფლებები საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის მიხედვით“.
  • ბექა ქანთარია - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი. თემა  - ,,მმართველობის ფორმისუცვლელობის საკითხი საქართველოს პირველ კონსტიტუციაში’’.  თემა - ,,პარლამენტი საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციაში’’.
  • გიორგი კვერენჩხილაძე -  სამართლის დოქტორი,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი . თემა - ,,აღმასრულებელი ხელისუფლება და საქართველოს 1921 წლის   კონსტიტუცია’’
  • იაკობ ფუტკარაძე - თინათინ წერეთელის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის საკონსტიტუციო სამართლის განყოფილების გამგე, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. თემა -  ,,სასამართლო ხელისუფლება საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის მიხედვით’’

 ყოველი მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია.
 კონფერენცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა და კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელმა, ავთანდილ დემეტრაშვილმა შეაჯამეს.
 საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის პრეზენტაცია. გაიხსნა კონსტიტუციონალიზმის დარბაზი. პირველი დამთვალიერებლები იყვნენ: საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ მახარაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი ვაჟა ბოლქვაძე, ქალაქ ბათუმის ვიცე-მერი ნათია სურგულაძე და კონფერენციის მონაწილეები. პრეზენტაციაზე, ბატონმა ავთანდილ დემეტრაშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა სტუმრებს, ხოლო ცენტრის მიზნებსა და ამოცანებზე, ვრცლად ცალკეული დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს.
 თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახელობის, ამჟამად ,,თეატრალურ დარბაზში’’, იქ სადაც 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო საქართველოს პირველი კონსტიტუცია, გაიხსნა ამ მოვლენის აღსანიშნავი მემორიალური დაფა. ასევე მემორიალური დაფა გაიხსნა ბათუმში, სადაც დაიბეჭდა საქართველოს პირველი კონსტიტუცია.

       
ცენტრის ანგარიში
  კონსტიტუციონალიზმის დარბაზი
სასწავლო-შემეცნებითი ფილმი "კანონთა კანონი"
ელექტრონული ჟურნალი
  პასიური საარჩევნო უფლებისათვის დადგენილი ასაკობრივი ცენზი საზღვარგარეთის ქვეყნებში
აპრილი
2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტო
გამოცდების ეროვნული
ცენტრი
საგანმანათლებლო დაწესებულების
მანდატურის სამსახური
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის ეროვნული
სამეცნიერო ფონდი
 
მიზნები და ამოცანები
სამართლებრივი საფუძვლები
სტრუქტურა და თანამშრომლები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლოერბი
საერთაშორისო ორგანიზაციები
არასამთავრობო ორგანიზაციები