ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი,
რომელთა ურყევი ნებაა,
დავამკვიდროთ დემოკრატიული
საზოგადოებრივი წესწყობილება,
ეკონომიკური თავისუფლება,
სოციალური და სამართლებრივი
სახელმწიფო, უზრუნველვყოთ
ადამიანის საყოველთაოდ
აღიარებული უფლებანი და
თავისუფლებანი, განვამტკიცოთ
სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობა და სხვა
ხალხებთან მშვიდობიანი
ურთიერთობა, ქართველი ერის
მრავალსაუკუნოვანი
სახელმწიფოებრიობის
ტრადიციებსა და საქართველოს
1921 წლის კონსტიტუციის
ისტორიულ-სამართლებრივ
მემკვიდრეობაზე დაყრდნობით
ღვთისა დაქვეყნის წინაშე
ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
 
 
  საქართველოს კონსტიტუცია  
 
აუდიო ფაილი
 
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია.
ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 6, პუნქტი1
English   
                       
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრი
ი ნ ი ც ი ა ტ ი ვ ა  
,,სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა“
ბათუმი 2012

ინიციატივის მნიშვნელობა
თანამედროვე ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული  სახელმწიფოს ფორმირება, ხანგრძლივი პროცესია და ის უცილობლად გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.   
საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესში, სხვადასხვა მიმართულებით უკვე განხორციელებული და მიმდინარე ინსტიტუციონალური რეფორმების პარალელურად, საქართველოს სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საზოგადოების და უპირატესად მომავალი თაობის თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამის განათლებას. ამ პროცესში ზოგადი განათლების პარალელურად  დიდი მნიშვნელობა ენიჭება მომავალი თაობის სამოქალაქო განათლებას, რაც მიზნად ისახავს მოზარდების პატრიოტ, პასუხისმგებლობის მქონე, თავისუფალ და საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბებას.
ამასთან ერთად საქართველოს სახელმწიფო უაღრესად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ზრუნავს ზოგადი განათლება და კონკრეტული საგანმანათლებლო პროექტები ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოების ყველა ჯგუფისთვის. მათ შორის ეთნიკური უმცირესობების, სოციალურად დაუცველი და დევნილი მოსახლეობისათვის. რაზეც მეტყველებს ამ მიზმით გამხორციელებული  არაერთი სახელმწიფო პროგრამა. ეს ხელს უწყობს აღნიშნული ჯგუფების ინტეგრაციას, რესოციალიზაციას და აქტიურ მონაწილეობას საერთო სახელმწიფოებრივ-საზოგადოებრივ პროცესებში.
 განათლების სისტემაში განხორციელებული ძირეული რეფორმის ერთ-ერთი შედეგია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სპეციალური დისციპლინის სამოქალაქო განათლების შემოღება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N 36/ნ ბრძანებით დამტკიცებულ 2011-2016 წლების ეროვნულ სასწავლო გეგმაში მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული აღნიშნული საგნის სწავლების მიზანი და მნიშვნელობა.
სამოქალაქო განათლება მოსწავლეს უნდა დაეხმაროს საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე თავისი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში და ადამიანის უფლებების, მმართველობისა და ეკონომიკის განვითარების შესახებ მიღებული თეორიული ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებასთან მისადაგებაში. საგნის სწავლებისას მას უნდა განუვითარდეს მნიშვნელოვანი სამოქალაქო უნარ-ჩვევები: საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბება და დაცვა; საკუთარი საქციელის კრიტიკულად შეფასება; განსხვავებული აზრის, ეროვნების, სარწმუნოებისა და კულტურის მქონე ადამიანების პატივისცემა; საზოგადოებრივად  სასარგებლო საქმიანობაში მონაწილეობა და კანონის პატივისცემა.
სამოქალაქო განათლება მოსწავლეს უნდა დაეხმაროს იდენტობის  განვითარებაში, თვითგამორკვევაში.  მისი სწავლების შედეგად მოზარდმა უნდა შესძლოს  საკუთარი თავისა თუ სხვების სხვადასხვა კონტექსტის წევრებად აღქმა და პიროვნებებად გაცნობიერება; მან უნდა გაიაზროს თავისუფლება, როგორც უფლება და იმავდროულად პასუხისმგებლობა და შეძლოს საზოგადოების, როგორც განსხვავებული ინტერესების, ღირებულებების, მოთხოვნილებების მქონე სუბიექტების ურთიერთდაკავშირებული კომპლექსური მთლიანობის გააზრება. რაც მთავარია, სამოქალაქო განათლების დახმარებით მოსწავლემ უნდა შესძლოს საკუთარი მომავალი საგანმანათლებლო თუ შრომითი გზის განსაზღვრა.  
სამოქალაქო განათლების დახმარებით მოსწავლე გაიაზრებს გარემოს დაცვის აუცილებლობას და მის კავშირს საზოგადოების მდგრად განვითარებასთან; აღმოაჩენს თუ რა მნიშვნელოვანია  მდგრადი განვითარება თანამედროვე სამყაროს გადარჩენისთვის; მოსწავლემ უნდა ისწავლოს აქტიური მონაწილეობის მიღება  ისეთი გარემოს შექმნაში, სადაც კეთილგანწყობა, ადამიანური ღირსების პატივისცემა, ურთიერთდახმარება, თანაზიარობა ცხოვრების წესია.
სამოქალაქო განათლების სწავლების პროცესში მოსწავლემ უნდა: გააცნობიეროს  საქართველო, როგორც სახელმწიფო; აღიქვას საკუთარი თავი მის მოქალაქედ;  შეისწავლოს საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის ფორმები და საშუალებები; გაიაზროს დემოკრატიის, კონსტიტუციის, ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის, როგორც სახელმწიფოს  სამართლებრივი  ბაზის  მნიშვნელობა;   გაიაზროს საკუთარ და სხვის უფლებებსა და პასუხისმგებლობებს შორის არსებული კავშირი და კონკრეტული ნაბიჯების გადადგას საკუთარი და სხვისი უფლებების დასაცავად; გაიაზროს ადამიანის/ბავშვთა უფლებების მნიშვნელობა და მათი დაცვისთვის განახორციელოს კონკრეტული ქმედება; გააცნობიეროს ადამიანთა სპეციფიკური ჯგუფების უფლებების დაცვის მნიშვნელობა და მათი დაცვისთვის გადადგას კონკრეტული ნაბიჯების.
სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამით სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად გათვალისწინებულია კონსტიტუციონალიზმის პრინციპების სწავლება. ყურადღება ეთმობა ისეთ საკითხებს როგორიცაა:

  • დემოკრატიის საფუძვლები და მისი მნიშვნელობა საზოგადოების ცხოვრებაში;
  • დემოკრატია საქართველოში;
  • საქართველოს კონსტიტუცია: სახელმწიფოს მოწყობა, მმართველობა და საქართველოს მოქალაქის მახასიათებლები;
  • მოქალაქის მონაწილეობა დემოკრატიულ პროცესში;
  • დემოკრატიული მმართველობის პრინციპები და მოდელები;
  • ხელისუფლების დანაწილება და მართვის დონეები;
  • გამჭვირვალობა და საჯაროობა;
  • საზოგადოებრივი დაკვეთა და სახელმწიფო ვალდებულებები;
  • ადამიანის უფლებების დაცვის საშუალებები: თავისუფალი, სამართლიანი სასამართლო და სამართალდამცავები;
  • მოქალაქე და მოხელე - პასუხისმგებლობათა განაწილება;

სხვა ფუნქციებთან ერთად, მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის სწორედ კონსტიტუციონალიზმის იდეისა და შესაბამისი გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს  პრეზიდენტის 2010 წლის 21 ივლისის N 530 ბრძანებულებით შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრი.
საგანმანათლებლო საქმიანობა ცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
არსებობის ხანმოკლე ისტორიის მიუხედავად, 2011 წელს, მწირი საბიუჯეტო დაფინანსების პირობებში, სწორედ მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის განხორციელდა რამდენიმე პროექტი.
კერძოდ: საგანმანათლებლო პროექტი ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები” და ამავე სახელწოდების საზაფხულო სკოლა, გამოიცა საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს საყმაწვილო ილუსტრირებული კონსტიტუცია.
არსებული გამოცდილების, ცენტრის მიზნებისა და ამოცანების, განათლების სფეროში სახელმწიფოს პრიორიტეტულ მიმართულებათა გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის შესაბამის სტრუქტურებთან - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ვგეგმავთ წინამდებარე ინიციატივის განხორციელებას, რომელიც გულისხმობს სამ კონკრეტულ პროექტს, კერძოდ, ,, კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“, ამავე სახელწოდების საზაფხულო სკოლა და ტრენინგები საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისათვის.

ინიციატივის მიზანი

  • მოსწავლე-ახალგაზრდებში კონსტიტუციონალიზმის პრინციპების დამკვიდრება;
  • მოსწავლის მიერ ,,სამოქალაქო განათლების” სასწავლო პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნის გაღრმავება; საჯარო სამართლის სფეროში სწავლის გაგრძელებისა და ცოდნის დაუფლების სურვილის გაღვივება და სტიმულირება;
  • მოსწავლეებში კანონის უზენაესობის, სახელმწიფოს ძირითადი კანონის პრინციპებისა და ნორმებისადმი პატივისცემის,           კანონმორჩილების დამკვიდრების ხელშეწყობა;
  • სამართლებრივი კულტურის ამაღლება;
  • მოსწავლეთათვის თავისუფლების კონსტიტუციური იდეის ახსნა-განმარტება და თავისუფალი აზროვნების განვითარების ხელშეწყობა;
  • მოსწავლის პატრიოტ და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქედ ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
  • მოსწავლის თავისუფალ პიროვნებად და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
  • მოსწავლის ჰუმანური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში დახმარება;
  • მოსწავლეთა სხვადასხვა ჯგუფებს შორის კონტაქტების გაღრმავება და მათი ინტეგრირება ქართულ საზოგადოებში.
  • პედაგოგებისათვის სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული კონსტიტუციური სამართლის თემატიკასთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, ცოდნის გაზიარება და სათანადო ლიტერატურის გაცნობა.
     

საგანმანათლებლო პროექტი - ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები”

პროექტის მიზანი

  • მოსწავლე-ახალგაზრდებში კონსტიტუციონალიზმის პრინციპების დამკვიდრება;
  • მოსწავლის მიერ ,,სამოქალაქო განათლების” სასწავლო პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნის გაღრმავება;
  • საჯარო სამართლის სფეროში სწავლის გაგრძელებისა და ცოდნის დაუფლების სურვილის გაღვივება და სტიმულირება;
  • მოსწავლეებში კანონის უზენაესობის, სახელმწიფოს ძირითადი კანონის პრინციპებისა და ნორმებისადმი პატივისცემის,     კანონმორჩილების დამკვიდრების ხელშეწყობ, ;სამართლებრივი კულტურის ამაღლება,
  • მოსწავლეთათვის თავისუფლების კონსტიტუციური იდეის ახსნა-განმარტება და თავისუფალი აზროვნების განვითარების ხელშეწყობა;
  • მოსწავლის პატრიოტ და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქედ ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
  • მოსწავლის თავისუფალ პიროვნებად და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
  • მოსწავლის ჰუმანური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში დახმარება;
  • მოსწავლეთა სხვადასხვა ჯგუფებს შორის კონტაქტების გაღრმავება და მათი ინტეგრირება ქართულ საზოგადოებში.

პროექტის აღწერილობა

  • 2012 წელს კონსტიტუციონალიზმის დარბაზს ესტუმრება  1200 IX კლასელი მოსწავლე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. სულ 60 ჯგუფი. ყოველი ჯგუფი შედგება 19 მოსწავლისა და 1 თანმხლები პირისგან (სამოქალაქო განათლების პედაგოგი);
  • მოსწავლეები ორი დღის განმავლობაში დაათვალიერებენ კონსტიტუციონალიზმის დარბაზს, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოში კონსტიტუციონალიზმის განვითარების ამსახველი ექსპოზიცია;
  • მათთვის გასაგებ ენაზე მოისმენენ ლექციას - კონსტიტუციონალიზმის საფუძვლები, საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს კონსტიტუციური ისტორია;
  • ნახავენ საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციური განვითარების ამსახველ სასწავლო-შემეცნებით ფილმს - ,,კანონთა კანონი”;
  • შეავსებენ თემატურ ტესტებს;
  • ჩაატარებენ იმიტირებულ სასამართლო პროცესს;
  • მონაწილეობას მიიღებენ ინტელექტუალურ თამაშებში და დაათვალიერებენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ღირსშესანიშნაობებს.

პროექტის შედეგი

  • მოსწავლეები გაეცნობიან ზოგადად კონსტიტუციონალიზმის პრინციპებს;
  • მოსწავლეები დეტალურად გაეცნობიან საქართველოს კონსტიტუციას, მათ შეექმნებათ ზოგადი წარმოდგენა საქართველოს უზენაეს კანონზე;
  • პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წევრებად ჩამოყალიბებას;
  • მოსწავლეები განიმსჭვალებიან კანონის პატივისცემითა და კანონმორჩილებით;
  • მოსწავლეთა ნაწილს გაუჩნდეს ზოგადად სამართლის და კერძოდ, საჯარო სამართლის სფეროში სწავლის გაგრძელებისა და ცოდნის გაღრმავების სურვილი;
  • მოსწავლეები გამოიმუშავებენ უცხო გარემოში ქცევის, ერთმანეთთან ურთიერთობისა და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევებს;
  • თემატური ტესტების შედეგებით ყოველი ჯგუფიდან გამოვლინდება 3 საუკეთესო მოსწავლე. პირველადგილოსანი მიიღებს საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკის ,,პატრიოტის” საგზურს;
  • პროექტში მონაწილე უკლებლივ ყველა მოსწავლეს გადაეცემა სამახსოვრო პაკეტი - საქართველოს ილუსტრირებული კონსტიტუცია, მაისური, კალამი, ჩასანიშნი რვეული, საქაღალდე, სამკერდე ნიშანი ცენტრის სიმბოლიკით და პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

პროექტის განხორციელების ვადები

  • 2012 წელი

ს/პ საზაფხულო სკოლა ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები”

პროექტის მიზანი

  • მოსწავლე-ახალგაზრდებში კონსტიტუციონალიზმის პრინციპების დამკვიდრება;
  • მოსწავლის მიერ ,,სამოქალაქო განათლების” სასწავლო პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნის გაღრმავება;
  • საჯარო სამართლის სფეროში სწავლის გაგრძელებისა და ცოდნის დაუფლების სურვილის გაღვივება და სტიმულირება;
  • მოსწავლეებში კანონის უზენაესობის, სახელმწიფოს ძირითადი კანონის პრინციპებისა და ნორმებისადმი პატივისცემის, კანონმორჩილების დამკვიდრების ხელშეწყობ, ;სამართლებრივი კულტურის ამაღლება,
  • მოსწავლეთათვის თავისუფლების კონსტიტუციური იდეის ახსნა-განმარტება და თავისუფალი აზროვნების განვითარების ხელშეწყობა;
  • მოსწავლის პატრიოტ და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქედ ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
  • მოსწავლის თავისუფალ პიროვნებად და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
  • მოსწავლის ჰუმანური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში დახმარება;
  • მოსწავლეთა სხვადასხვა ჯგუფებს შორის კონტაქტების გაღრმავება და მათი ინტეგრირება ქართულ საზოგადოებში.

პროექტის აღწერილობა

  • ორი თვის განმავლობაში, ივლისსა და აგვისტოში საზაფხულო სკოლას ესტუმრება 160 ვიზიტორი. ეს იქნება 8 ჯგუფი, 8 კვირის განმავლობაში, თითოეული ჯგუფი 20 ვიზიტორის შემადგენლობით;
  • საზაფხულო სკოლას ესტუმრებიან მოსწავლეები და თანმხლები პირები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობის, ეროვნული უმცირესობებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან;
  •  მოსწავლეები სასწავლო პროგრამის ფარგლებში მოისმენენ ლექციებს  კონსტიტუციონალიზმის საფუძვლებისა და სამართლის სხვადასხვა დარგების პრინციპების შესახებ. (სისხლის სამართალი, სამოქალაქო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევა);
  • ლექციები ჩატარდება ინტერაქტიული ფორმით,სამუშაო ჯგუფებს შორის გაიმართება პრაქტიკული მეცადინეობები;
  • ლექციებს წაიკითხავენ და მეცადინეობებს ჩაატარებენ წამყვანი პროფესორ-მასწავლებლები;
  • ლექციები და მეცადინეობები ჩატარდება კონსტიტუციონალიზმის დარბაზში, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოში კონსტიტუციონალიზმის განვითარების ამსახველი ექსპოზიცია;
  • შეავსებენ თემატურ ტესტებს, სასწავლო კურსის დასასრულს ჩატარდება შემაჯამებელი წერითი და ზეპირი გამოკითხვები;
  • ჩაატარებენ იმიტირებულ სასამართლო პროცესს;
  • ნახავენ სასწავლო-შემეცნებით ფილმს - ,,კანონთა კანონი”;
  • მონაწილეობას მიიღებენ ინტელექტუალურ თამაშებში და დაათვალიერებენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ღირსშესანიშნაობებს;

პროექტის შედეგი

  • მოსწავლეები გაეცნობიან ზოგადად კონსტიტუციონალიზმის პრინციპებს;
  • მოსწავლეები დეტალურად გაეცნობიან საქართველოს კონსტიტუციას, მათ შეექმნებათ ზოგადი წარმოდგენა საქართველოს უზენაეს კანონზე;
  • პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წევრებად ჩამოყალიბებას;
  • მოსწავლეები გაეცნობიან ზოგადად სამართლის პრინციპებს;
  •  მოსწავლეები განიმსჭვალებიან კანონის პატივისცემითა და კანონმორჩილებით;
  • 2011 წელს მიმდინარე ანალოგიური პროექტის შედეგების გათვალისწინებით მოსალოდნელია მოსწავლეთა ნაწილს გაუჩნდეს სამართლის სფეროში სწავლის გაგრძელებისა და ცოდნის დაუფლების სურვილი;
  • მოსწავლეები გამოიმუშავებენ უცხო გარემოში ქცევის, ერთმანეთთან ურთიერთობისა და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევებს;
  • თემატური ტესტების, წერითი და ზეპირი გამოკითხვების შედეგებით ყოველი ჯგუფიდან გამოვლინდება 3 საუკეთესო მოსწავლე. რომლებიც მიიღებენ საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკის ,,პატრიოტის” საგზურებს.
  • პროექტში მონაწილე უკლებლივ ყველა მოსწავლეს გადაეცემა სამახსოვრო პაკეტი - საქართველოს ილუსტრირებული კონსტიტუცია, მაისური, კალამი, ჩასანიშნი რვეული, საქაღალდე, სამკერდე ნიშანი ცენტრის სიმბოლიკით და პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

ტრენინგები საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისათვის

პროექტის მიზანი

  • პედაგოგებისათვის სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული კონსტიტუციური სამართლის თემატიკასთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, ცოდნის გაზიარება და სათანადო ლიტერატურის გაცნობა.

პროექტის აღწერილობა

  • სამოქალაქო განათლების პედაგოგებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მთავარი ადმინისტრაციული ქალაქების განათლების რესურსცენტრების ბაზაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში ბათუმში მდებარე კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის კონსტიტუციონალიზმის დარბაზში გამოცდილი მპროფესორ-მასწავლებლები ჩაუტარებენ ტრენინგებს კონსტიტუციური სამართლის სფეროში;
  • პედაგოგები მოისმენენ ლექციებს იმ კონკრეტულ საკითხებზე რომელთა სწავლებაც გათვალისწინებულია საჯარო სკოლებში სამოქალაქო განათლების სასწავლო კურსით;
  • ლექციები ჩატარდება ინტერაქტიულ ფორმატში. გამოყენებული იქნება ვიზუალური მასალა და ლიტერატურა. 

პროექტის შედეგი

  • სამოქალაქო განათლების პედაგოგები მიიღებენ ინფორმაციას კონსტიტუციური სამართლის თემატიკაზე. გაეცნობიან ლიტერატურას.

 

 


       
ცენტრის ანგარიში
  კონსტიტუციონალიზმის დარბაზი
სასწავლო-შემეცნებითი ფილმი "კანონთა კანონი"
ელექტრონული ჟურნალი
  პასიური საარჩევნო უფლებისათვის დადგენილი ასაკობრივი ცენზი საზღვარგარეთის ქვეყნებში
მაისი
2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტო
გამოცდების ეროვნული
ცენტრი
საგანმანათლებლო დაწესებულების
მანდატურის სამსახური
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის ეროვნული
სამეცნიერო ფონდი
 
მიზნები და ამოცანები
სამართლებრივი საფუძვლები
სტრუქტურა და თანამშრომლები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლოერბი
საერთაშორისო ორგანიზაციები
არასამთავრობო ორგანიზაციები