ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი,
რომელთა ურყევი ნებაა,
დავამკვიდროთ დემოკრატიული
საზოგადოებრივი წესწყობილება,
ეკონომიკური თავისუფლება,
სოციალური და სამართლებრივი
სახელმწიფო, უზრუნველვყოთ
ადამიანის საყოველთაოდ
აღიარებული უფლებანი და
თავისუფლებანი, განვამტკიცოთ
სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობა და სხვა
ხალხებთან მშვიდობიანი
ურთიერთობა, ქართველი ერის
მრავალსაუკუნოვანი
სახელმწიფოებრიობის
ტრადიციებსა და საქართველოს
1921 წლის კონსტიტუციის
ისტორიულ-სამართლებრივ
მემკვიდრეობაზე დაყრდნობით
ღვთისა დაქვეყნის წინაშე
ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
 
 
  საქართველოს კონსტიტუცია  
 
აუდიო ფაილი
 
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია.
ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 6, პუნქტი1
English   
                       
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

II საერთაშორისო სტუდენტური ოლიმპიადა
ეროვნულ და შედარებით კონსტიტუციურ სამართალში

პროექტი ხორციელდება სსიპ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ინიციატივით, ორგანიზებითა და დაფინანსებით.
ოლიმპიადაში მონნაწილეობენ რვა სახელმწიფოს (აზერბაიჯანი, ბულგარეთი, თურქეთი, მოლდოვა, რუსეთი, სომხეთი, საქართველო, უკრაინა) უმაღლეს სასწავლებელთა სტუდენტები.

პროექტის მიზანი:

  • რეგიონის სახელმწიფოთა შორის კონსტიტუციონალიზმის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურება;
  • რეგიონის სახელმწიფოებში, კონსტიტუციური სამართლით დაინტერესებულ სტუდენტებს შორის კონტაქტების დამყარება და გაღრმავება;
  • ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელება რეგიონის წინაშე მდგარი გამოწვევებისა  და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

პროექტის აღწერილობა:
საერთაშორისო სტუდენტური ოლიმპიადა ტარდება სამ ეტაპად.

I  ეტაპი -  შიდა საუნივერსიტეტო ოლიმპიადა:

  • სტუდენტების მიერ ნაშრომების მომზადება - 2012 წლის  აპრილი; 
  • ნაშრომის პრეზენტაცია საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ორი გამარჯვებულის გამოვლენა რესპუბლიკურ ოლიმპიადაში მონაწილეობის მიზნით - არაუგვიანეს 2012 წლის 23 მაისისა;                                                                       

 II ეტაპი - რესპუბლიკური ოლიმპიადა:

  • ნაშრომის პრეზენტაცია და ორი გამარჯვებულის გამოვლენა ოლიმპიადის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობის მიზნით - არაუგვიანეს 2012  წლის 23 ივნისისა.                                                                                                                 

რესპუბლიკური ოლიმპიადის გამარჯვებული, ფინალური ეტაპის მნაწილე ორი სტუდენტი და კოორდინატორი ოლიმპიადის ფინალური ეტაპის დამთავრებისთანავე, პრიზის სახით მოიპოვებს საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის უფლებას. საზაფხულო სკოლის თემა - რეგიონის სახელმწიფოთა კონსტიტუციური პრობლემატიკა.

III ეტაპი - ოლიმპიადის ფინალური ეტაპი:

  • საერთაშორისო სტუდენტური ოლიმპიადის გამარჯვებულების გამოვლენა - ბათუმი, საქართველო - არაუგვიანეს - 2012 წლის 23 სექტემბრისა.

ფინალურ ეტაპზე, ჟიური, ყოველი სახელმწიფოდან წარმოდგენილი ორი სტუდენტიდან, გამოავლენს ერთ გამარჯვებულს.

დამატებითი ინფორმაცია

  • ოლიმპიადაში მონაწილე ყოველი სახელმწიფოდან კოორდინატორისა და ორი სტუდენტის საერთაშორისო სტუდენტური ოლიმპიადის ფინალურ ეტაპზე და საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარჯებს, სრულად გაიღებს კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრი;
  • საერთაშორისო სტუდენტური ოლიმპიადის ფინალურ ეტაპზე (კონკურსგარეშე) და საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში, საკუთარი სახსრებით, მონაწილეობა შეუძლია რესპუბლიკური ოლიმპიადის გადამწყვეტ ეტაპზე მონაწილე ნებისმიერ სტუდენტს, რომელსაც რეკომენდაციას გაუწევს კოორდინატორი;
  • საერთაშორისო სტუდენტური ოლიმპიადის ფინალურ ეტაპზე, კონკურსგარეშე მონაწილე სტუდენტის ნაშრომი, ჟიურის გადაწყვეტილებით, შეიძლება გამოქვეყნდეს ოლიმპიადის ფინალურ ეტაპზე მონაწილე სხვა სტუდენტების ნაშრომებთან ერთად;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან/და რესპუბლიკურ ოლიმპიადაში წარმოდგენილი ნაშრომი შეიძლება შესრულებელი და წარმოდგენილი იყოს ეროვნულ (სახელმწიფო) ენაზე, ხოლო ფინალურ ეტაპზე ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ, რუსულ ან ქართულ ენებზე, ასევე მისი პრეზენტაცია უნდა განხორციელდეს ინგლისურ, რუსულ ან ქართულ  ენაზე.
  • სტუდენტის მიერ წარმოდგენილი ნაშრომის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს კომპიუტერული წესით ნაბეჭდ A4 ფორმატის 20 სტანდარტულ გვერდს (დაახლოებით 36 000 სიმბოლო).





 


 

 

 

 

       
ცენტრის ანგარიში
  კონსტიტუციონალიზმის დარბაზი
სასწავლო-შემეცნებითი ფილმი "კანონთა კანონი"
ელექტრონული ჟურნალი
  პასიური საარჩევნო უფლებისათვის დადგენილი ასაკობრივი ცენზი საზღვარგარეთის ქვეყნებში
აპრილი
2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტო
გამოცდების ეროვნული
ცენტრი
საგანმანათლებლო დაწესებულების
მანდატურის სამსახური
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის ეროვნული
სამეცნიერო ფონდი
 
მიზნები და ამოცანები
სამართლებრივი საფუძვლები
სტრუქტურა და თანამშრომლები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლოერბი
საერთაშორისო ორგანიზაციები
არასამთავრობო ორგანიზაციები