ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი,
რომელთა ურყევი ნებაა,
დავამკვიდროთ დემოკრატიული
საზოგადოებრივი წესწყობილება,
ეკონომიკური თავისუფლება,
სოციალური და სამართლებრივი
სახელმწიფო, უზრუნველვყოთ
ადამიანის საყოველთაოდ
აღიარებული უფლებანი და
თავისუფლებანი, განვამტკიცოთ
სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობა და სხვა
ხალხებთან მშვიდობიანი
ურთიერთობა, ქართველი ერის
მრავალსაუკუნოვანი
სახელმწიფოებრიობის
ტრადიციებსა და საქართველოს
1921 წლის კონსტიტუციის
ისტორიულ-სამართლებრივ
მემკვიდრეობაზე დაყრდნობით
ღვთისა დაქვეყნის წინაშე
ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
 
 
  საქართველოს კონსტიტუცია  
 
აუდიო ფაილი
 
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია.
ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 6, პუნქტი1
English   
                       
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

სასწავლო-შემეცნებითი ვიდეოფილმი ,,კანონთა კანონი”

ფილმი მომზადდა სსიპ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ბაზაზე, ფილმის ლიტერატურულ სცენარს საფუძვლად დაედო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სრული პროფესორის, სამართლის დოქტორის, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილის გიორგი კვერენჩხილაძის ტექსტი.

პროექტის მიზანი:
 
•მსოფლიოში კონსტიტუციონალიზმის განვითარების ამსახველი, სასწავლო-შემეცნებითი
 ფილმის წარმოება და ჩვენება, საგანმანათლებლო პროექტში ,,კონსტიტუციონალიზმის
 გაკვეთილები” მონაწილე მოსწავლეებისათვის;
•პროექტში ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები” მონაწილე მოსწავლეებისათვის, მსოფლიოს
 სხვადასხვა ქვეყნებში კონსტიტუციური პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მარტივ, მათთვის გასაგებ ენაზე, შესაბამისი აუდიო და ვიზუალური მასალის თანხლებით.

პროექტის აღწერილობა:
 
ფილმი, ქრონომეტრაჟით 35 წუთი, მაყურებელს უამბობს საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში კონსტიტუციონალიზმის განვითარების ისტორიის შესახებ.  განსაკუთრებული ადგილი ეთმობა კონსტიტუციური განვითარების ხანგრძლივი ისტორიის მქონე ქვეყნებში კონსტიტუციური პროცესების მიმდინარეობის ასახვას.
კონსტიტუციონალიზმის დარბაზის დათვალიერებასთან, თემატური ტესტების შევსებასა და იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობასთან ერთად, სასწავლო-შემეცნებითი ფილმის ,,კანონთა კანონის” ჩვენება საგანმანათლებლო პროექტის ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები” აუცილებელი კომპონენტია.


       
ცენტრის ანგარიში
  კონსტიტუციონალიზმის დარბაზი
სასწავლო-შემეცნებითი ფილმი "კანონთა კანონი"
ელექტრონული ჟურნალი
  პასიური საარჩევნო უფლებისათვის დადგენილი ასაკობრივი ცენზი საზღვარგარეთის ქვეყნებში
აპრილი
2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტო
გამოცდების ეროვნული
ცენტრი
საგანმანათლებლო დაწესებულების
მანდატურის სამსახური
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის ეროვნული
სამეცნიერო ფონდი
 
მიზნები და ამოცანები
სამართლებრივი საფუძვლები
სტრუქტურა და თანამშრომლები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლოერბი
საერთაშორისო ორგანიზაციები
არასამთავრობო ორგანიზაციები