ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი,
რომელთა ურყევი ნებაა,
დავამკვიდროთ დემოკრატიული
საზოგადოებრივი წესწყობილება,
ეკონომიკური თავისუფლება,
სოციალური და სამართლებრივი
სახელმწიფო, უზრუნველვყოთ
ადამიანის საყოველთაოდ
აღიარებული უფლებანი და
თავისუფლებანი, განვამტკიცოთ
სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობა და სხვა
ხალხებთან მშვიდობიანი
ურთიერთობა, ქართველი ერის
მრავალსაუკუნოვანი
სახელმწიფოებრიობის
ტრადიციებსა და საქართველოს
1921 წლის კონსტიტუციის
ისტორიულ-სამართლებრივ
მემკვიდრეობაზე დაყრდნობით
ღვთისა დაქვეყნის წინაშე
ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
 
 
  საქართველოს კონსტიტუცია  
 
აუდიო ფაილი
 
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია.
ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 6, პუნქტი1
English   
                       
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

საზაფხულო სკოლა ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“

პროექტი განხორციელდა სსიპ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა  და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ინიციატივით, ორგანიზებითა და დაფინანსებით.
 
 პროექტის მიზანი:

•სხვადასხვა სოციალური და ეთნიკური ჯგუფების მოსწავლეებში კონსტიტუციონალიზმის პრინციპების დამკვიდრება, სამართლებრივი კულტურის ამაღლება, საჯარო სამართლის სფეროში სწავლის გაგრძელებისა და ცოდნის დაუფლების სურვილის გაღვივება და სტიმულირება;
•კანონის უზენაესობის, სახელმწიფოს ძირითადი კანონის პრინციპებისა და ნორმებისადმი პატივისცემის, კანონმორჩილების დამკვიდრების ხელშეწყობა;
•მოსწავლეთათვის თავისუფლების კონსტიტუციური იდეის ახსნა-განმარტება, თავისუფალი აზროვნების განვითარების, ლიბერალური დემოკრატიის, როგორც ღირებულებათა სისტემის დამკვიდრების  ხელშეწყობა;
•უცხო გარემოში ქცევისა და ერთმანეთთან ურთიერთობის უნარ-ჩვევების გამომუშავება.
•სხვადასხვა სოციალური და ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელთა ინტეგრაცია.


პროექტის აღწერილობა:

  2011 წელს, 4 ივლისიდან 27 აგვისტოს ჩათვლით, კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურ  ცენტრს ესტუმრნენ მოსწავლეები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობის, სოციალურად დაუცველი და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა ოჯახებიდან, მათ შორის იყვნენ, თბილისის, ახმეტის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, ახალციხის, ახალქალაქის, ნინოწმინდის და ბორჯომის საჯარო სკოლების VIII-IX კლასის მოსწავლეები თანმხლებ პირებთან ერთად.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს კონსტიტუციონალიზმის დარბაზი, მოისმენეს ლექციები კონსტიტუციონალიზმის საფუძვლებისა და სამართლის სხვადასხვა დარგების პრინციპების შესახებ. შეავსეს თემატური ტესტები, მონაწილეობდნენ იმიტირებულ სასამართლო პროცესში, დებატებსა და დისკუსიებში.
პროექტის მონაწილეებმა დაათვალიერეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ღირშესანიშნაობები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხე, ბათუმის ბულვარი და მოისმინეს ლექცია თემაზე - აჭარის ისტორია.
 სასწავლო პროგრამისგან თავისუფალ დროს, ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირში,     მონაწილეობდნენ სხვადასხვა ინტელექტუალურ თამაშებში.
უკლებლივ ყველა მონაწილეს გადაეცა საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი და სამახსოვრო საჩუქრები.
პროექტის 200 მონაწილიდან 24 საუკეთესო, ოქტომბრის დასაწყისში ესტუმრა საერთაშორისო ახალგაზრდულ ბანაკს - ,,პატრიოტი“, სადაც ბანაკის პროგრამით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებთან ერთად, მოისმინეს კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელის, ავთანდილ დემეტრაშვილის საჯარო ლექცია თემაზე - „საკონსტიტუციო სასამართლოს როლი  საქართველოში“.


 

       
ცენტრის ანგარიში
  კონსტიტუციონალიზმის დარბაზი
სასწავლო-შემეცნებითი ფილმი "კანონთა კანონი"
ელექტრონული ჟურნალი
  პასიური საარჩევნო უფლებისათვის დადგენილი ასაკობრივი ცენზი საზღვარგარეთის ქვეყნებში
აპრილი
2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტო
გამოცდების ეროვნული
ცენტრი
საგანმანათლებლო დაწესებულების
მანდატურის სამსახური
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის ეროვნული
სამეცნიერო ფონდი
 
მიზნები და ამოცანები
სამართლებრივი საფუძვლები
სტრუქტურა და თანამშრომლები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლოერბი
საერთაშორისო ორგანიზაციები
არასამთავრობო ორგანიზაციები