ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი,
რომელთა ურყევი ნებაა,
დავამკვიდროთ დემოკრატიული
საზოგადოებრივი წესწყობილება,
ეკონომიკური თავისუფლება,
სოციალური და სამართლებრივი
სახელმწიფო, უზრუნველვყოთ
ადამიანის საყოველთაოდ
აღიარებული უფლებანი და
თავისუფლებანი, განვამტკიცოთ
სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობა და სხვა
ხალხებთან მშვიდობიანი
ურთიერთობა, ქართველი ერის
მრავალსაუკუნოვანი
სახელმწიფოებრიობის
ტრადიციებსა და საქართველოს
1921 წლის კონსტიტუციის
ისტორიულ-სამართლებრივ
მემკვიდრეობაზე დაყრდნობით
ღვთისა დაქვეყნის წინაშე
ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
 
 
  საქართველოს კონსტიტუცია  
 
აუდიო ფაილი
 
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია.
ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 6, პუნქტი1
English   
                       
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

საგანმანათლებლო პროექტი ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“

პროექტი განხორციელდა სსიპ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ინიციატივით, ორგანიზებითა და დაფინანსებით, და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მონაწილეობით.

პროექტის მიზანი:

•მოსწავლე-ახალგაზრდებში კონსტიტუციონალიზმის პრინციპების დამკვიდრება, სამართლებრივი კულტურის ამაღლება, საჯარო სამართლის სფეროში სწავლის გაგრძელებისა და ცოდნის დაუფლების სურვილის გაღვივება და სტიმულირება;
•მოსწავლეებში კანონის უზენაესობის, სახელმწიფოს ძირითადი კანონის პრინციპებისა და ნორმებისადმი პატივისცემის, კანონმორჩილების დამკვიდრების ხელშეწყობა;
•მოსწავლეთათვის თავისუფლების კონსტიტუციური იდეის ახსნა-განმარტება, თავისუფალი აზროვნების განვითარების ხელშეწყობა;
•უცხო გარემოში ქცევისა და ერთმანეთთან ურთიერთობის უნარ-ჩვევების გამომუშავება.

პროექტის აღწერილობა:

2011 წელს, პროექტის ფარგლებში, კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურ ცენტრს ესტუმრა 1300 ვიზიტორი. მათ შორის იყვნენ საქართველოს, კერძოდ, თბილისის, ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქუთაისის, ზესტაფონის, სამტრედიის, ხონის, წყალტუბოს, ბაღდათის, ვანის, აბაშის, ხობის, სენაკის, ზუგდიდის, გორის, ხაშურის, საგარეჯოს, რუსთავის, საჯარო სკოლების VIII-IX კლასის მოსწავლეები თანმხლებ პედაგოგებთან ერთად.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს კონსტიტუციონალიზმის დარბაზი, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოში კონსტიტუციონალიზმის განვითარების ამსახველი ექსპოზიცია.
მოისმინეს ლექცია კონსტიტუციონალიზმის პრინციპების, საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციური განვითარების ისტორიის შესახებ, ნახეს კონსტიტუციონალიზმის ცენტრში მომზადებული სასწავლო-შემეცნებითი ფილმი ,,კანონთა კანონი“.
მოსწავლეებმა შეავსეს თემატური ტესტები, მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ სასამართლო პროცესსა და სხვადასხვა ინტელექტუალურ თამაშებში.
სტუმრებმა დაათვალიერეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ღირშესანიშნაობები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხე, ძმები ნობელების მუზეუმი, ხარიტონ ახვლედიანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, დელფინარიუმი, ბათუმის ბულვარი.
პროექტში მონაწილეთა შორის, თემატური ტესტების შედეგების საფუძველზე, გამოვლინდნენ საუკეთესო მოსწავლეები, რომელთაც გადაეცათ სამკერდე ნიშნები პროექტის სიმბოლიკით და საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს ილუსტრირებული კონსტიტუცია.
პროექტის უკლებლივ ყველა მონაწილეს გადაეცა სამახსოვრო საჩუქრები კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის სიმბოლიკითა და პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
           


       
ცენტრის ანგარიში
  კონსტიტუციონალიზმის დარბაზი
სასწავლო-შემეცნებითი ფილმი "კანონთა კანონი"
ელექტრონული ჟურნალი
  პასიური საარჩევნო უფლებისათვის დადგენილი ასაკობრივი ცენზი საზღვარგარეთის ქვეყნებში
აპრილი
2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტო
გამოცდების ეროვნული
ცენტრი
საგანმანათლებლო დაწესებულების
მანდატურის სამსახური
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის ეროვნული
სამეცნიერო ფონდი
 
მიზნები და ამოცანები
სამართლებრივი საფუძვლები
სტრუქტურა და თანამშრომლები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
მიზნები
მიმდინარე პროექტები
განხორციელებული პროექტები
საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლოერბი
საერთაშორისო ორგანიზაციები
არასამთავრობო ორგანიზაციები